მერსი სულხანიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება ამჯერად უკვე " შალვა რამიშვილის შოუ"- ში
მოდის ბლოგერის, მერსი სულხანიშვილის ეპატაჟმა, მისმა სექსუალურმა ფოტოებმა და სკანდალურმა განცხადებებმა,
საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
ხშირად, მის მიმართ აგრესიას სოციალურ ქსელში მისი ინტერვიუების, თუ ფოტოების ქვეშ კომენტარებში ღიად გამოხატავენ.
თუმცა, ამ ყველაფერს თავად მოდის ბლოგერი და ტელეწამყვანი ყურადღებას ნაკლებად აქცევს.
დღეს კი, მერსი საკუთარი ჩვეული იმიჯით, "შალვა რამიშვილის შოუ"-ს ჩაწერაზე იმყოფებოდა. შალვას მეორე გადაცემისთვის მერსი სექსთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებების გაკეთებას აპირებს. როგორც ცნობილია, სკანდალური გადაცემის ბოლო სტუმარი მიშა მესხიც იქნება. გარდა ამისა, შალვა მერსის ბოდიშს მოუხდის, რადგან თავის პირველ გადაცემაში, შალვამ იგი ასე
მოიხსენია: "შტერი გოგო, რომელიც "პროფილში" ძუძებს აფრიალებდა".
" - ახლა გადაცემის ჩაწერაზე ვარ. ძალიან მაგარია და მიხარია, რომ ამ შოუში მომიწვიეს. პირველივე გადაცემაში იყო ჩემზე კომენტარი და შალვა ბოდიშის მოხდას აპირებს. ამ შოუდან მაყურებელი ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებს ჩემს შესახებ. სექსთან დაკავშირებით სკანდალურ თემაზე ვილაპარაკებ ჩემს შესახებ. იმიჯი ზუსტად იგივე მაქვს, რაც "პროფილში" მქონდა. ისევ ის გიორგი შაღაშვილის ზედა მაცვია. ასე დაემთხვა, რადგან სხვა რაღაცის ჩაწერაზე ვიყავი და ახლა დავბრუნდი. ქვედაბოლო ლაშა ჯოხაძის მაცვია, ფეხსაცმელი თამთა შენგელიშვილის" - ამბობს მერსი.