x
image
beko777
Mediator image
ვანო ჯავახიშვილი: "კარგია თუ ხუმრობის წერაც ახსოვთ"


imageრამდენადაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, "კომედი შოუს" მსახიობები - ლევან გოგორელიანი, ამიკო ჩოხარაძე და თემო მჟავია, ბერა ივანიშვილის ტელეკომპანია GDS-ზე გადავიდნენ. როგორც მათ განაცხადეს, "რუსთავი 2" -დან "განვითარებისთვის და უკეთესი საქმის გასაკეთებლად წამოვიდნენ". იმის დასტური, რომ ბიჭები მართლაც მიიწევენ დასახული მიზნისკენ ისაა, რომ გუშინ, ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ახალი გადაცემა "ბინა N18" გავიდა, რომლიც ლევან გოგორელიანს (ფაქიზო), კოტიკო თოლორაიასთან ერთად მიყავს.

გადაცემის მონოლოგში, წამყვანებმა თავიანთ რეიტინგზე და კონკურენტ არხებზე იხუმრეს. ფაქოს ერთ-ერთი ხუმრობა ასეთი იყო: "თუ გეკითებიან სად მუშაობ და უპასუხებ "პირველ არხზეო"
- გეკითხებიან კიდევ მანდ ხარო? თუ "რუსთვი 2"-ზე მუშაობ - გეკითებიან, ჭამა ნოდარიმო? თუ მაესტროზე მუშაობ - თურქულად გეკითხებიანო და თუ GDS-ზე - რა გენაღვლებაო, ხოდა ჩვენც რა გვენაღვლება".

ფაქოს და კოტიკო თოლორაიას ამ ხუმრობას ვანო ჯავახიშვილი გამოეხმაურა:
"მე ეს პროექტი არ მიყურებია, მაგრამ ის რაც გავიგე მხოლოდ ამ კომენტარის გაკეთება შემიძლია, რომ ძალიან კარგია, როცა გვიყურებენ "რუსთვი2"-ზე და ჩვენს სკეტჩებსაც თვალყურს ადევნებენ. საერთოდ, ამ ტელევიზიას იშვათდ ვუყურებ. კარგია, როცა ხუმრობენ, რადგან მთვარია ხუმრობის ფორმა ჰქონდეს ყველაფერს, კარგია თუ ხუმრობის წერაც ახსოვთ. მე მიხარია, რომ ეს ყველაფერი ტელეკომპანია "რუსთავი2"-დან მოყვებათ ამ ახალგაზრდებს".


2
1674
6-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
1674
  
2015, 1 იანვარი, 2:23
რუსთავი 2 ის დასამარება დაიწყო და მალე დასრულდება ;)
2014, 22 აგვისტო, 13:10
არა მგონია ჩემი აზრი აინტერესებდეთ , მაგრამ რუსთავი 2-ზე უკეთესები იყვნენ.
0 1 2