x
image
beko777
გია ჯაჯანიძე: "არავინ იცის რა მოხდა 1002-ე ღამეს და მე ვიტყვი ამას "

imageყველაზე არაორდინალური, ექსტრავაგანტული, ეპატაჟური და "ყველაფრისტი" გია ჯაჯანიძე, რომელიც ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას თავისი დამოკიდებულობით ამათუ იმ საკითხისადმი, 6 მაისიდან, "პალიტრა TV"-ს ეთერში ახალი გადაცემით მოგვევლინება. გადაცემა, რომელსაც "1002
ღამე" ჰქვია, საღამოს 10:30 წუთზე მაყურებელს ყველაზე გულახდილ თემებზე საუბარს ჰპირდება. ასე, რომ არ გამოტოვოთ: ყოველ სამშბათსა და პარასკევს გია ჯაჯანიძე, მაკა შალიკაშვილი და საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობი სახე, ნატალია ტყეშელაშვილი, თქვენთვის საინტერესო საკითხებს განიხილავენ.
პროექტის იდეის ავტორი თავად გია ჯაჯანიძეა. როგორც ცნობილია, გადაცემაში არ იქნება პოლიტიკა, არ იქნებიან სტუმრები, მაყურებლებს შეეძლებათ მისწერონ წამყვანებს მათთვის საინტერესო თემების შესახებ, ან დარეკონ და მოყვნენ საკუთარი ისტორია, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.
" - ისეთ დროს გადის ჩემი ახალი გადაცემა, რომ ყველა არხზე
რეიტინგული შოუები გადის, მაგრამ მე არ მეშინია მათი, რადგან მე ჩემი მაყურებელი მყავს და კიდევ ბევრს მოვიზიდავ. მემგონი, ისე დაიღალა ხალხი პოლიტიკით, რომ მთლიანად ჩემსკენ გადმოვა მაყურებელი. საერთოდ ყველა გადაცემა ემსახურება მაყურებელს, ამიტომ არ მეყოლება არცერთი სტუმარი. მხოლოდ მაყურებელზე ვიქნები ორიენტირებული და თემატიკა იქნება ყველაფერი.
ყველაფერში ვგულისხმობ სიყვარულს, ღალატს, განშორებას, დღევანდელ ნერვოზულ მდგომარეობას და ა.შ. ყველაფერი პოლიტიკის გარდა. მე და მაკა კარგად შევეწყეთ ერთმანეთს, როგორც წამყვანები. ნატალია არ არის ცნობილი სახე, მაგრამ მე ვარ რისკიანი ადამიანი. დაიღალა მაყურებელი ცნობილი სახეეებით, შეიძლება ჩემითაც კი და ამიტომ გადავწყვიტე ჩემს პროექტში ჩამერთო.
ცნობილი "1001 ღამე" ყველამ იცის, არავინ იცის რა მოხდა 1002-ე
ღამეს და მე ვიტყვი ამას და საერთოდ რა ხდება ახლა. 1002-ე ღამე ყოველთვის მოცულია სიდუმლოებებით და აქედან გამომდინარე, ეს სათაურიც ამიტომ დავარქვი. რაღაცებს ინტრიგად დავტოვებ." - ამბობს გია ჯაჯანიძე.

0
269
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0