x
image
beko777
Mediator image
1 მაისი უქმე დღედ გამოცხადდება

imageდღეს, შრომის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიაში სოციალური
პარტნიორების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა შრომის კანონმდებლობაში შემდგომი ცვლილებების გატარება და სახელწიფოს მიერ მასზე კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება იყო. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ პირველი მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს.

ინფორმაცია ამის შესახებ, შრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მან პრემიერისგან მიიღო დაპირება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პრობლემები მოგვარდება.

" - ყველა ჩვენს ინიციატივას და შენიშვნას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ვთხოვეთ პრემიერს, რომ შრომის საერთაშორისო დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდეს, რის შემდეგაც პრემიერმა მიმართა დავით სერგეენკოს და მომავალი წლიდან, შრომის საერთაშორისო დღე შესაძლებელია უქმე დღე იყოს" - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მანამდე კი, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადების მოთხოვნით, სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან "ვარდების მოედნამდე" ფეხით მსვლელობა გამართეს.
პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ.
დღევანდელი აქციის ბოლოს კი, მომღერალ რობი კუხიანიძის კონცერტია დაგეგმილი.

4
106
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
106
  
2014, 2 მაისი, 1:36
აბა,აბა, შენ ეგა თქვი:)))) სამწუხაროა ,რომ საქართველოში იმდენი მოსახლეობა არ არის რომ ეს ამდენი თავისუფალი ადგილები შეავსონ,თან კაპიკებს გაძლევენ, უბრალო მუშას 2000 ლარი აქვს ხელფასი და აბა ეს ცხოვრებაა?:)))))))))))
გამიხარდა შრომის დღე რომ ისევ დამკვიდრდა საქართველოში.
P.S. მაგრად გვეკაიფება მთავრობა:)))))))))
2014, 2 მაისი, 1:21
ხო თან ყურებში ბამბები მაქვს და ისე ვიძინებ , არ მაძინებს ქარხანა ფაბრიკების გუგუნი დღედაღამ.
2014, 2 მაისი, 1:18
იმდენი ხალხია დასაქმებული დღესდღეობით და იმენი სამუშაო ადგილია,რომ აუცილებელია შრომის დღე ავღნიშნოდ და ამ დღეს მაიცნ დაგვასვენოს ამ მთავრობამ,თორემ ხალხი ჩაიხოცა სამსახურში შრომით:))))))))
2014, 1 მაისი, 23:39
რაც უქმე დღეები გვაქვს იმას ხო მასვენებენ.
0 1 4