x
image
beko777
Mediator image
შალვა რამიშვილი: "ისედაც ვატყობ, რომ "დალაგებულ" გარემოში შფოთი შემომაქვს ხოლმე"
image

ის ფაქტი, რომ ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სკანდალური იმიჯით გამოირჩევა, არავისთვისაა ახალი და გასაკვირი. ბოლო დღეების განმავლობაში კი, "რუსთავი 2" - ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესახებ, საკუთარ შოუში უხამსი ხუმრობის გამო, რამიშვილი განსაკუთრებულად იქცა საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტად.

სწორედ, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გამო აქვეყნებს რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, ორი წლის წინ დაწერილ წერილს:


"პატიოსანთა მაფია" მებრძვის ანუ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები
სულ რაღაცას ვწერ, ვიღებ, გადაცემები მიმყავს... ვმაიმუნობ.
სულ მიხურებენ, თავს მესხმიან, ყველაზე ხშირად მორალს იშველიებენ. ამბობენ, რომ უზნეო მასტი ვარ, ფულის მოყვარული, ნაკლებად მორწმუნე, სიტყვის თავისუფლების გამყიდველი, რომ საშიშია ჩემთან ურთიერთობა. რომც არაფერი თქვან, ისედაც ვატყობ, რომ "დალაგებულ" გარემოში შფოთი შემომაქვს ხოლმე. რაღაცეებს ვლაპარაკობ, ვჟესტიკულირებ, ვატარებ პერფორმენსს სახელწოდებით:
"მშვიდ და მდორე გუბურაში, რომლის ზედაპირიზე მოლივლივე ლოტოსებზე წამოსკუპულან ნაირფერი პეპლები, შედგაფუნდა პატარა ბეჰემოტუნა" და ვამჩნევ რომ ეს "პეპლები" შიშით მიყურებენ. ჰგონიათ, რომ ბეჰემოტი გუბურის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. განა, არის რამე გარანტია რომ 1 საათის წინ ამ არსებამ სადმე ტალახში არ იგორავა? ხომ შეიძლება ათასი ბაცილა და ბაქტერია შეიჭრას მათ გუბურაში?!


დიახ, მე არა ვარ ყველაზე პატიოსანი კაცი ამ ქვეყანაში. მეტსაც გეტყვით, მსგავს კონკურსში ალბათ პირველ კასტინგსაც ვერ გავივლიდი. მაგრამ "რაღაა იგი ნათელი, რასაც არ ახლავს ბნელია". ხომ უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც სხვათა "პატიოსნების" საზომი იქნება. გარდა ამისა, თუ ჩემი ნახელავი გევასებათ, მომეცით უფლება ვიყო მორალურად რელატიური. ისე, როგორც
ყველა სოფელს სჭირდება თავისი გიჟი - მეც მიყოლიეთ ერთი დევიანტი. პირი, რომელიც ჯანდაბას ... ნებაყოფლობით თანხმდება ამ როლზე. სხვა ვიღაცეებს არ მოეწონებათ ეს როლი. რადგან ისინი ზნეობრივ ადამიანთა მაფიაში არიან გაერთიანებული. ზნეობა მათ თვითრწმენას ჰმატებს. ისინი ხომ არ ჩაიდენენ იმას, რაც მე მომიმოქმედებია (თუმცა აქაც დასაზუსტებელია, თუ რას მედავებიან პატიოსანთა მაფიის წევრები), ისინი ხომ იღწვიან სამშობლოსათვის,
დემოკრატიისათვის, იბერიის გაბრწყინებისთვის. მოკლედ, ზოგი რისთვის და ზოგი რისთვის. მეც ვცადე მეძახა ასეთი რაღაცეები, მაგრამ გამიჭირდა.
არ გამომდის ეკლესიაში ლოცვა... არ მელოცვინება, არ შემიძლია
ჟურნალისტურ ბალანსზე და ობიექტურობაზე ვიბაზრო - არ მჯერა ამის. ვერ ვიტყვი, რომ არ ვცდუნდები, რომ არ ჩავიდენ უზნეობას. შეიძლება ჩავიდინო - გააჩნია ცდუნების ხარისხს.
ძალიან ხშირად, როცა პატიოსანთა მაფია მიტევს, მათ თავდასხმებს ძალზედ ერთფეროვანი, მოსაწყენი იერი აქვს. თუმცა იმასაც ვხდები, რომ პატიოსნებს არ შეუძლიათ სხვაგვარად. ციხეში იყო ასე. ძველ ბიჭს
თუ ვინმე ეტყოდა "მართალს მეუბნებიო?" ის ვალდებული იყო დაეძაბა და "შენ რა, ჩემს სიტყვაში ეჭვი გაპარებაო?" - ეკითხა. ასევეა პატიოსნების მაფიის წევრების შემთხვევაშიც. ისინი ვალდებულები არიან დაგმონ უზნეობის გამოვლინება. ამიტომ გთავაზობთ ასეთ რაღაცას. დამგმეთ, ოღონდ უფრო ნიჭიერად და მრავალფეროვნად, ისე, მოსაწყენი რომ არ იყოს. თუ რამე ფაქტები გინდათ,
შემატყობინეთ და მოგწერთ. ამასთან, ბოლოში გამოხატეთ იმედი, რომ ალბათ ოდესმე გამოვსწორდები" - წერს შალვა რამიშვილი.

1
46
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
46
  
2014, 3 მაისი, 21:40
"–სამწუხაროდ, საზოგადოებაში მორალი იზომება არა სათნოების სიმაღლით, არამედ ზნედაცემულობს სიღრმით..." ( ძმები ვაინერები )
0 1 1