x
image
beko777
თეონა კონტრიძე კოტე თოლორდავას: "სულ ფეხებზე მკიდიხარ, როგორ მღერიხარ შენ"

imageროგორც ჩანს, ტელეკომპანია იმედის პროექტ "ორი ვარსკვლავის" ირგვლივ განვითარებულ სკანდალებს ბოლო არ უჩანს. ეს 28 აპრილს, "ორი ვარსკვლავის" მორიგი ეპიზოდის დროსაც დამტკიცდა, როდესაც მაყურებლის წინაშე მომღერალი ნინი ბადურაშვილისა და მსახიობ კოტე თოლორდავას წყვილი წარსდგა. მათ 4 Non Blondes-ის "What's Up" შეასრულეს და ჟიურისაგან ყველაზე მაღალი - 40 ქულა დაიმსახურეს. წყვილის ნამღერს დარბაზისა და ჟიურის აღმფრთოვანება მოჰყვა. მაგრამ როგორც ჟიურის წევრებმა განმარტეს, მათი მაღალი ქულები, მხოლოდ ნინის შესრულებას ეკუთვნოდა. ანრი ჯოხაძემ, რომელიც ამ ტურზე ჟიურის მეოთხე წევრის სტატუსით იმყოფებოდა, ბადურაშვილი საქართველოს საუკეთესო მომღერალ ქალადაც კი მოიხსენია ნანი ბრეგვაძისა და ლელა წურწუმიას შემდეგ. ვერც ჟიურის ყველაზე კრიტიკულმა და ეპატაჟურმა თეონა კონტრიძემ დამალა თავისი აღტაცება და მიუხედავად იმისა, რომ ნინისა და კოტეს შესაფასებლად 10 ქულიანი ასწია, ტრადიცია მაინც არ დაარღვია და ჩვეულებისამებრ მორიგი სკანდალური შეფასება გააკეთა:

"დღეს ბადურიკომ ისეთი ჩაატარა, კოტე, რომ სულ ფეხებზე მკიდიხარ, როგორ მღერიხარ შენ".

რათქმა უნდა, არც თოლორდავასთვის იყო გასაკვირი მათ წყვილში ნინის დიდი უპირატესობა, მაგრამ აშკარად არ მოელოდა ასეთ კომენტარს და კონტრიძეს სცენიდანვე დაპირდა, რომ "ფეხებზე დაკიდებაზე" პასუხს კულისებში გასცემდა.


1
1357
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1357
  
2014, 1 მაისი, 1:56
თეონა კონტრიძემ მხედველობაში მიიღოს ის რომ ხალხი ამ გადაცემას იმიტომ უყურებს რომ სიამოვნება მიიღოს და არა მის უზრდელობას უსმინოს.მაგაზე მაგარი მომღერლები გვყავს მაგრამ თავის თავს იმის უფლებას არ აძლევენ რომ ვინმე გალანძღონ......
0 1 1