x
image
beko777
ნოე სულაბერიძე: "რუსთავი 2" იმ მასშტაბებსა და ზღვარს, რასაც ის მეგაპროექტებით აღწევდა, სანამ "ორი ვარსკვლავი" ეთერში იქნება, ვეღარ მიაღწევს"
image

ალბათ, არავისთვის არაა ახალი ის ფაქტი, რომ ტელეკომპანიები "რუსთავი 2" და "იმედი" ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტბად მოიაზრებიან. ამას ისიც მოწმობს, რომ მათზე ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად გადის ყველაზე რეიტინგული გადაცემები.

ამჯერად კი, მაყურებელი ასეთი არჩევანის წინაშე დგას: ყოველი ორშაბათი დღის 22 საათზე იხილოს ან "X- ფაქტორი" და ან "ორი ვარსკვლავი", ხოლო ხუთშაბათობით ასევე 22 საათზე - ან გადაცემა "პროფილი" და ან "იმედის" განახლებული პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები".

ეჭვგარეშეა, რომ ეს ორი ტელეკომპანია გამუდმებით ებრძვის ერთმანეთს პირველობისათვის. ამის შესახებ "იმედის" პროექტების პროდიუსერი ნოე სულაბერიძე აცხადებს:


"- ცეკვავენ ვარსკვლავებს" იმიტომ უყურებს მაყურებელი, რომ კარგი შოუა, წარმატებულია, მშვენიერი მონაწილეები ჰყავს და კომპეტენტური ჟიური...ბოლო ხუთშაბათმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლაც დიდი განსხვავება იყო ჩვენსა და "პროფილს" შორის, რეიტინგში დიდი სხვაობით მოვუგეთ, თუმცა
ყველა გადაცემას თავისი მაყურებელი ჰყავს...თუმცა, "ფეიბუქში" ისეთ ტენდენციას ვხედავ, რომ გარკვეული ადამიანები მაინც არ ისვენებენ და ამ მიმართულებით რაღაცეებს აქვეყნებენ. ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ "პროფილს" ბოლოს დიდი სხვაობით მოვუგეთ, არაფერი გამომიქვეყნებია. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას ასეთი მიდგომა არ აქვს... ისე, მიმაჩნია, რომ მაყურებლის ამ ნიუანსებში ჩარევა, არასწორია. ძალიან კარგად, თითქმის თანაბრად მივდივართ, ცოტათი გვიგებენ, მაგრამ "რუსთავი 2" იმ მასშტაბებსა და ზღვარს, რასაც ის მეგაპროექტებით აღწევდა, სანამ "ორი ვარსკვლავი" ეთერში იქნება, ვეღარ მიაღწევს."







0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0