x
image
ტორნადო07
ნამდვილი სიყვარული!!! რა არის ეს?
imageნამდვილი სიყვარული ეს არის საბოლოო, განუზომელი მოვლენა, ურთიერთობების ფუნდამენტი, რომელზე მყარიც არაფერი არ არსებობს. ყველა სამომავლო ფილოსოფიურ კამათს თემაზე რა არის "სიყვარული" აზრი აღარ აქვს, რადგან ცნობილმა ფსიქოლოგმა ფრომმა ჩამოაყალიბა მარტივი ფორმულა:


მე მჭირდება ადამიანი, რადგან მე ის მიყვარს.


როდესაც თქვენ ადამიანი გჭირდებათ, რადგან თქვენ ის გიყვართ, ეს ნამდვილი სიყვარულია.


როდესაც თქვენ გიყვართ ადამიანი, რადგან თქვენ ის გჭირდებათ: ეს დამოკიდებულებაა და არა სიყვარული.



ნამდვილი სიყვარული ეს ნარკოტიკი არაა. ამიტომ თუ წარმოიქმნა სიტუაცია, როდესაც თქვენ უნდა დატოვოთ პარტნიორი (როდესაც მას ამის მიზეზი აქვს), თქვენ უნდა მიიღოთ ეს და გაუშვათ ის. სავარაუდოდ ეს არ მოხდება, რადგან თუ ეს ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ის ორმხრივია, მაგრამ თქვენ მზად უნდა იყოთ მისთვის ყველაფერი გააკეთოთ.


ნამდვილ სიყვარულში არ არსებობს ტყუილი. ადამიანები ერთმანეთს ყველაფერს ეუბნებიან (იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ურთიერთობისთვის საშიშრებას წარმოდგენს, რადგან ისინი ფიქრობენ პარტნიორების შესახება და არ უნდათ მათ რაიმე დაუმალონ.


როგორ ვიპოვოთ ჩვენი ნამდვილი სიყვარული?


თქვენ არ დაიჯერებთ მაგრამ ეს საკმაოდ მარტივია. სიყვარული კი არ უნდა ეძებოთ, არამედ უნდა გააქროთ ყველა სირთულე და წინაღობა მისკენ მიმავალ გზაზე. დამთვევა შემთხვევითი არაა თუ მას არაფერი უშლის ხელს...

0
739
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0