ქალი და მამაკაცი სიყვარულის 8 ეტაპი 2014, 28 აპრილი, 19:10
სიყვარულის ეტაპები, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს!!! როდესაც სიყვარული მხოლოდ იწყება და ადამიანები მის ალში იწვიან ყველა იმედოვნებს, რომ ურთიერთობაში არანაირი "წყალქვეშა დინება" არ იქნება. ეს ძალიან დიდი ილუზიაა. ურთიერთობების განვითარების ყოველ ეტაპზე საჭიროა იცოდეთ თამაშის წესები და რისკის დონე.
1) ეტაპი პირველი – ბრმა ვნება ვადა 2 დღიდან 2 კვირამდე. დიახ ის მართლაც ბრამაა, რადგან ორივე მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია დაინახოს მეორეს ნაკლოვანებები. ენდორფინის (სიხარულის ჰორმონის) უზარმაზარი ამოფრქვევა ორივეს პატარა ბავშვებად გადაგაქცევთ, რომელთათვისაც სამყარო უფრო ფერადია ვიდზე სპექტრის (ცისარტყელას) ყველა ფერი. 2)მეორე ეტაპი – თამაში წესების გარეშე თქვენ უკვე ჩამოყალიბდით გრძნობებში: გიყვართ, გსურთ, ჭკუიდან გადაყავხართ... რამდენად შორს წასვლისათვის ხართ მზად? როდესაც ვნებები ცოტათი ჩაცხრა, მაგრამ თამაშით გული ჯერ ვერ იჯერეთ? ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად გაამრავალფეროვნოს დღეები. ამ ეტაპზე ზოგიერთი წყვილი თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. ერთი მხრივ შენ იცი ის არსად დაგეკარგება, მეორე მხრივ გინდა შეამოწმო რამდენად შორს წავა შენს გამო. 3)მესამე ეტაპი – თამაში წესების დაცვით თქვენ უკვე აღარ აწვალებთ ერთმანეთს. პროვოკაციებისა და შემოწმებების დრო გავიდა. თქვენ უკვე თავი წყვილად აღიარეთ და შესაძლოა ან ერთად ცხოვრობთ, ან დაქორწინება გადაწყვიტეთ. ქალბატონებო ნუ დაადანაშაულებთ მამაკაცს ყოველი წვრილმანის გამო! ნუ ჰკითხავთ მას ყოველ დღე უყვარხართ თუ არა! და რაც მთავარია ღმერთმა დაგიფაროთ რომ მისი შეცვლა გადაწყვიტოთ და კიდევ უფრო უარესი მის ცხოვრებისეულ ინტერესებში შეიჭრათ. 4)მეოთხე ეტაპი – მსხვრევადი ყინული ამ ეტაპზე თქვენ იწყებთ ყველაფერში საშინლად დაეჭვებას. ნეტავ სიყვარულია ეს? შეძლებთ თუ არა ერთმანეთის ერთგულნი იყოთ? გესმით კი სინამდვილეში ერთმანეთის? თუ შენი შიშების და ფიქრების გაძლიერებასა და მათთან ბრძოლაში უფრო დიდ დროს ხარჯავ, ვიდრე ურთიერთობებზე, აშკარაა, რომ ნამდვილად არასწორი გზით მიდიხარ. 5)მეხუთე ეტაპი – გაცივება სწორედ ამ ეტაპზე ხდება ყველაზე ხშირად სტაბილური წყვილების დაშორება. ერთ-ერთი გრძნობს რთულად ახსნად "გაცივებას" და ამას სიყვარულის გაქრობად აღიქვემს. სინამდვილეში კი ეს არის შესვენების ხანმოკლე ეტაპი, რომელიც საჭიროა წინა გამოცდილების გასაანალიზებლად და ახალ ეტაპზე გადასვლისათვის მოსამზადებლად. თუ შენ ყველაფერს სწორად გააკეთებ, საკმაოდ დიდი შანსია, რომ თქვენი ურთიერთობა თავიდან დაიწყება. სწორედ პირველი ეტაპიდან, როგორც ამას ელენა შუბინა აცხადებს. 6)მეექვსე ეტაპი – ნდობის ჩამოყალიბება თუ თქვენ ერთად გადალახეთ ცეცხლი და წყალი, ასევე ცივი მილები (წინა ეტაპი), მაშინ თქვენ ნამდვილად ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები. აქ უკვე შეიძლება დაიწყოთ საერთო სახლის მშენებლობა, გააჩინოთ ბავშვები, დააზღვიოთ ერთმანეთი. 7)მეშვიდე ეტაპი – განდგომა ემ ეტაპს ჯობია არასოდეს მიაღწიოთ. მაგრამ თუ სამწუხაროდ ის მაინც დადგა დროა მთელი ძალები ურთიერთობების რეაბილიტაციისაკენ მიმართოთ. განდგომა შემჩნევლად მოდის. თითქოს გუშინ იყო, რომ სულ ერთად იყავით, შენ ყველა საქმეს გადადებდი თუ ის გთხოვდა სახლში ადრე მისვლას, ან დახმარებას რაიმე საქმეში. დღეს კი ქალი ამზადებს ვახშამს და ხვდება, რომ უკანასკნელად ერთად წინა კვირას ივახშმეს, თუ იმის წინა კვირას? 8)მერვე ეტაპი – შემოწმება ის მოდის, მაშინ როდესაც წინა ეტაპზე თვენ არაფერი გააკეთეთ სიტუაციის შესაცვლელად. როგორც წესი ერთ-ერთს ან ორივეს ახალი პარტნიორი უჩნდება. ერთს სული ეხუთება ახალი პერსპექტივებისაგან, მეორეს კი მიწა ეცლება ფეხებქვეშ. 255 4-ს მოსწონს
|