ლეგენდარული სერბი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ვუიადინ ბოშკოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. საფეხბურთო კარიერა მან "ვოივოდინაში" დაიწყო და შემდეგ "სამპდორიაში" თამაშობდა, რომელშიც შემდეგ მწვრთნელად დაინიშნა და გენუელებს 1990-91 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.
ვუიადინ ბოშკოვმა "სამპდორიასთან" ერთად იტალიის თასი ორჯერ, სუპერთასი ერთხელ ხოლო 1989-90 წლებში ევროპის თასების მფლობელთა თასიც მოიგო. სერბმა სპეციალისტმა "სამპდორია" ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც "ბარსელონასთან" 0:1 დამარცხდა.
ბოშკოვმა მადრიდის "რეალს" 1979-80 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. 1974-75 წლებში კი ჰოლანდიურ "დენ ჰააგს" ქვეყნის თასზე გაამარჯვებინა.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge