საზოგადოება პირველად ინტიმური ურთიერთობა ტყე-პარკში გვქონდა... 2012, 11 მაისი, 9:07 ლიზა თავისი ცხოვრების შესახებ გვიყვება. მამა ადრე გარდამეცვალა. მე მოგონებაში დამრჩა მამასთან გატარებული კარგი დრო, როცა მამა კისერზე შემისვამდა, ხელებს გამაშვებინებდა და დამაქროლებდა ხოლმე. ახლაც თვალში მიდგას ეს მომენტი. დედა მამას გარდაცვალების შემდეგ მთლიანად შეიცვალა, ჩაიკეტა. მამას გარდაცვალების შემდეფ შავები არ გაუხდია. მე ბავშვობა არ მქონია, დედა სულ მეჩხუბებოდა, ხმამაღლა სიცილს მიშლიდა. ძალიან აუტანელი გახდა. მამას გარდაცვალებამ ისე მოტეხა ეს ახალგაზრდა ქალი, რომ თითქოს ის კი მამა კი არა დედა მომკვდარიყო. მე სულ სხვა სამყაროში ვიყავი და დედა სულ სხვაში. მე ცას გასხივოსნებულად ვხედავდე დედა კი ჩაღამებულად. მხოლოდ გარეთ, რომ გავდიოდი მაშინ ვიყავი გახარებული. სახლში სულ ცუდად ვგრძნობდი თავს. დედა თითქოს გისმენდა, მაგრამ მისი აზრები სულ სხვაგან იყო. სკოლის პერიოდში შემიყვარდა ერთი ბიჭი სახელად ზურა და მას მთლიანად მივანდე ჩემი თავი. ყველგან ერთად დავდიოდით, ძალიან მომწონდა მასთან ყოფნა. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ჩვენი პირველი ინტიმური ურთიერთობა ტყე-პარკში მოხდა. ეს სრულიად დაუგეგმავი იყო, უბრალოდ თავისით მოხდა. ამის შემდეგ ძალიან მრცხვენოდა, ასე მეგონა მთელი ქვეყანა ჩვენზე ლაპარაკობდა. შემდეგ ზურა კიევში წავიდა სასწავლებლად. თავიდან ბევრ წერილს მწერდა და წერილებში სიყვარული და მონატრება იგრძნობოდა, მაგრამ შემდეგ გაცივდა და შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ზურას შემთხვევით საქართველოში შევხვდი. მე უკვე დაქალებული ვიყავი და ალბათ უფრო მიმზიდველი ვეჩვენა. მან კომპლიმენტებით შემაქოდა შეხვედრა მთხოვა. მე ვიფიქრე, რომ მასში ისევ გაიღვიძა სიყვარულის ნაპერწკალმა და დავთანხმდი. ახლა უკვე ვიღაცის დაკეტილ ბინაში ამიყვანა. ის ღამე დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა. ის კაცი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. მე კი ორსულად დავრჩი და ახლა მყავს ქალიშვილი სახელად ნინი. 545 1-ს მოსწონს 2-ს არა
|