ნიკა გვარამია: "რა მაყურებინებდა, უნიჭო ვადაგასული ს... ჯღანაობას"
26 აპრილს, ტელეკომპანია "იმედზე" დაპირებისამებრ
გავიდა "შალვა რამიშვილის შოუ", რომელიც როგორც ჩანს, საოცრად რეიტინგული აღმოჩნდა, რადგან მისი ეკრანზე გასვლის დღიდან, არ შეწყვეტილა სხვადასხვა გამოხმაურებები, როგორც შოუს წამყვან შალვა რამიშვილზე, ასევე მის პირველ სტუმარ - ნინა წკრიალაშვილზე. მაყურებელმა წამყვანი მონოლოგსა, თუ დიალოგში ხუმრობად შეტანილი უცენზურო და უტაქტო გამონათქვამების გამო გააკრიტიკა. კრიტიკოსტთა შორის აღმოჩნდა თავად შალვა რამიშვილის მეუღლე ხატია ეკიზაშვილიც.
ამასთან, შოუს საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ხუმრობას "რუსთავი 2"-ის წამყვან გიორგი გაბუნიაზე, რაც იმაში გამოიხატა, რომ რამიშვილმა ფაქტობრივად, დაანონსა გაბუნიას შეურაცხმყოფელი, უცენზურო გვერდი "ფეისბუქზე". აღნიშნული ფაქტი, უკომენტაროდ არ დაუტოვებია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. იგი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა შოუს წამყვანს:
"ყოჩაღ ტვ "იმედი". მითხრეს, რაც იყო ჩემს ჟურნალისტზე და გადავახვიე. ისე მაგას რა მაყურებინებდა, უნიჭო ვადაგასული სირების ჯღანაობას"- წერს გვარამია.
თავად შალვა რამიშვილი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დებს ნაწყვეტს გადაცემიდან და თან აანონსებს:
"ვინც ვერ ნახეთ. აი, ამ საშინელი საქციელისთვის უნდა მოვიხადო
გრანდიოზული ბოდიში მომავალ შაბათს 22 საათზე იმედის ეთერში".