
ნუკი კოშკელიშვილი ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ. ჭორების ქარ-ცეცხლში იშვიათად ეხვევა და საკმაოდ გულახდილი რესპოდენტიც გახლავთ. ნუკი თამამად საუბრობს საკუთარ მინუსებსა და პლუსებზეც. საკუთარი ცხვირი არ მოსწონს, მაგრამ ოპერაციის გაკეთებას ვერ რისკავს, ეშინია პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი არ გახდეს. ნუკიმ სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტო ატვირთა, სადაც მის ახალ ცხვირს აუცილებლად შენიშნავთ. "მალე"–აი ასე დაასათაურა ტელეწამყვანმა საკუთარი ფოტო. ნუკის ახალმა ცხვირმა მისი გულშემატკივრების აჟიოტაჟი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფოტოშოპი იყო და ნუკის პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს.

ნუკი შეყვარებულია. მისი რჩეული ბენჯი ხაიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. იგი შესანიშნავად ხატავს და ბევრი სხვა ჰობიც აქვს. ნუკიმ ბენს ამერიკაში ჩააკითხა და მისი ბინის გასაღებიც მიიღო.
ნუკი ყურებამდე შეყვარებულია, მოსწონს ბენის გარეგნობა და შინაგანი თვისებები. "ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"–გვიამბო ნუკიმ. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


