სიახლეები ბიო "ლეგალური ნარკოტიკი" 2014, 26 აპრილი, 23:22 ბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარულ ბიოს ჩამოტანაზე რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ უარი განაცხადა, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. კანონით მისი შესყიდვა-მოხმარება აკრძალული არ არის. ბიოპლანის გამოწერა სულ მარტივად შეიძლებოდა უცხოური საიტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ მან აკრძალული მარიხუანა ჩაანაცვლა. სწორედ ადვილმა ხელმისაწვდომობამ განაპირობა მისი მზარდი პოპულარობა. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ბიოს მავნე ზეგავლენაზე: რა დამღუპველად მოქმედებს ის ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე, როგორ იწვევს მიდრეკილებებს სუიციდისკენ და როგორ ასრულებენ სიცოცხლეს მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თვითმკვლელობით. რა შეიძლება გამოიწვიოს ბიოს მოხმარებამ:ბიოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუს ხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზი და ფსიქოზი. 155 17-ს მოსწონს |
))