x
image
ონოფინტე
ბიო "ლეგალური ნარკოტიკი"

imageბოლო დროს საქართველოში მეტად პოპულარულ ბიოს ჩამოტანაზე რამდენიმე გადამზიდავმა კომპანიამ უარი განაცხადა, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. კანონით მისი შესყიდვა-მოხმარება აკრძალული არ არის. ბიოპლანის გამოწერა სულ მარტივად შეიძლებოდა უცხოური საიტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ მან აკრძალული მარიხუანა ჩაანაცვლა. სწორედ ადვილმა ხელმისაწვდომობამ განაპირობა მისი მზარდი პოპულარობა.

ინტერნეტში უამრავი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ბიოს მავნე ზეგავლენაზე: რა დამღუპველად მოქმედებს ის ფსიქიკაზე, ფილტვებზე, ტვინზე, როგორ იწვევს მიდრეკილებებს სუიციდისკენ და როგორ ასრულებენ სიცოცხლეს მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები თვითმკვლელობით.

რა შეიძლება გამოიწვიოს ბიოს მოხმარებამ:ბიოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუს ხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზი და ფსიქოზი.

8
154
17-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
154
  
2014, 28 აპრილი, 0:07
რაც იცი რომ გავნებს არ უნდა გააკეთო.ეგაა დასკვნა
2014, 28 აპრილი, 0:06
ეგრე ჩემი მეზობელი გალოთდა და ღვიძლი დაეშალა და მანამდე ძლივს გამოპუტეს შვილს ახრჩობდა...ეგრე ყველაფერს თავისი ზომა აქვს...ეგრე ჟანგბადი რომ ჟანგბადია თუ ზედმეტი შეისუნთქე (ჰალოტროპული სუნთქვა) მაგის კაიფშიც ჩარჩენილან...
2014, 27 აპრილი, 14:32
მაგ ქეშავიკობამ დატოვა ზუსტად ჩემი მეზობელი და დადის ეხლა ბაბუამისის სამხედრო მედლებიან ფორმაში 30 წლის ბიჭი ქუჩაში და ყვირის რას დვა შაგამ მარშო და ეგეთებს (რუსია) უვნებელი არცერთი არაა
2014, 27 აპრილი, 14:27
კაი რა მაგას რო ვერ გადააჩვევ ხო ფაქტია და ისე უნდა ქნა რომ ნაკლებად დაზარალდეს ადამინის ჯანმრთელობაც და საზოგადოებაც... და სხვათა შორის ალკოჰოლი უფრო აზიანებს ადამინის ჯანმრთელობას და საშიშს ხდის ადამინს საზოგადოებისთვის ვიდრე ,,ქეშავიკობა'' ))))(ნუ რა თქმა უნდა საზღვრები ამასაც აქვს))
2014, 27 აპრილი, 13:51
და ის არ შეიძლება რომ არც ერთი და არც მეორე არ მოიხმარონ ადამიანებმა?მარიხუანას ლეგალიზაცია გამოსავალი არ არი
2014, 27 აპრილი, 13:49
მთელი საქართველო ამ ,,მოსაწევ კროკოძილს'' ხმარობს და არ შეიძლება მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდეს, ბევრად უვნებელი მაინც არის
))
2014, 27 აპრილი, 13:10
ღამის კლუბი გალერი არი ბიოს მომხმარებლების და ზოგადად "კაიფისტების" ბუდე,კლუბის ახლომახლო კი ამ ნარკოტიკების და მოსაწევების ბარიგები ბირჟაობენ (მალულად რათქმაუნდა) და ვინც მათი ვინაობა იცის მიდის და ყიდულობს ამ ნაგავს.ყველგან აჭრელებულია ამ ინფორმაციით საიტები და ჟურნალ-გაზეთები მაგრამ სამართალდამცავები არანაირ ზომებს არ მიმართავენ.
2014, 26 აპრილი, 23:29
ეს უნდა კიდევ "კროკოდილჩიკებს"? არ შეიძლება საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზაცია, ნარკომანია ავადმყოფობაა და სამკურნალოა ეს ხალხი.
0 1 8