საზოგადოება როდის და რა მიზნით ეწვევა თბილისს ქართველი ქალების კუმირი სავაშ ბალდარი? 2014, 26 აპრილი, 19:44 მურატ ილდირიმი საქართველომ თურქულენოვანი სერიალიდან "სიყვარული და სასჯელი" გაიცნო. მურატის გმირი, სავაშ ბალდარი კი ქართველი ქალების კუმირად იქცა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მურატი მსახიობი არ გახლავთ, ის ინჟინერ-მექანიკოსია. იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სპექტაკლებში და სამსახიობო ხელოვნებასაც ეუფლებოდა ერთ-ერთ დრამატულ სკოლაში. პირველი პოპულარობა სერიალ "დიდი ტყუილის" მეშვეობით მოიპოვა, ხოლი "სიყვარულმა და სასჯელმა" საყოველთაოდ ცნობილი გახადა. სავაშ ბალდარი ქართველმა ქალებმა სულ მალე შეიყვარეს, ზოგი მისი ხათრით თურქ მამაკაცზე დაქორწინდა, ზოგოც დღემდე სავაშსს ელის... მსახიობი მურად ილდიჰიმი საქართველოს ეწვევა. ის თბილისსში "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" მხარდასაჭერად 29 აპრილს ჩამოვა. მსახიობს გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად საქველმოქმედო საღამოსთვის დრო გამონახა. "მსახიობი გამართვას პრესკონფერენციას და შეხვდება ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს. საღამოს გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი, რომელიც კონცერტის თანხლებით ჩაივლის. 150 4-ს მოსწონს 2-ს არა
|