საზოგადოება მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი, ლიზა ყენია ქართველებს აკრიტიკებს 2014, 26 აპრილი, 21:16
მაია ჯაბუას ქალიშვილს, ლიზა ყენიას უკვე მთელი საქართველო იცნობს. ახალგაზრდა მომღერალი ქართულმა მენტალიტეტმა ჩააფიქრა, გააღიზიანა და სკანდალური განცხადებაც გააკეთა:
"იცით პრობლემა რაშია ქართველებო? ძალიან ძალიან ზარმაცები რომ ხართ მაგაში. ეს იწვევს: იმას, რომ გეწყებათ დეპრესია, ამ მდგომარეობაში ადამიანებისადმი დამოკიდებულება იცვლება, გაღიზიანებთ ადამიანი, რომელმაც რაღაცას თუნდაც უმნიშვნელოს, მაგრამ უკანალის აწევით მიაღწია. თქვენ თვლით, ამ დროს, რომ ეს შურის გამო კი არ გაღიზიანებთ და შური კი არ გაწერინებთ თუნდაც ბოროტულ კომენტარებს, მაქსიმალურად ცდილობთ ყველაფერ პოზიტიურში ნაკლი იპოვნოთ, ხო რა თქმა უნდა, ასეც იზავთ, მეტად ადვილია ადამიანის ნაშრომს რომელშიც არც იცით რამდენი წვალება შეიძლება იყოს ჩადებული, თქვენ არხეინად სხედხართ სახლში, მთელი თქვენი დღის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებთ და მარტივია ყველაფრის განსჯა და თან საპასუხოდ გაქვთ, კრიტიკას თუ არ იღებ (ოღონდ კრიტიკაც ვიცი და კრიტიკაც, ეს უბრალოდ უზრდელობაში ქაჯობაში და ბოროტობაში გადაგდით) რაღატომ აკეთებ ამ საქმესო (სულერთია რაზეა საუბარი) . ერთი რამ ცხადია, ადვილია გააკრიტიკო, ძნელია შექმნა. ამავე დროს ძალიან გიადვილდებათ ქართველ გოგონაზე რომელიც გადაწყვეტს რომ სანამ ახალგაზრდაა და სხეული დანაოჭებული არ აქვს და დაბერებული არ არის, ეს უბრალოდ სასიამოვნოდ გამოაჩინოს (თუმცა სასიამოვნო მხოლოდ ქართველი ხალხისთვის არ არის ) და ადვილად და მარტივად ამბობთ ფუ .. ბოზი .. გაიხადა. ნეტავ იცოდეთ რა სასაცილოები ხართ! მინდა ამავდროულად ვინც ამას კითხულობ და ზოგს გსიამოვნებთ, ზოგმაც კი საკუთარი თავი ამოიცანით და უკვე გეზიზღებით ამ სტატუსის გამო მინდა გაგამხნევოთ და დაგამშვიდოთ, რომ ამას იმიტომ არ ვწერ, რომ დაგცინით. ამას ვწერ იმიტომ რომ უბრალოდ გათავისუფლდეთ ამდენი უარყოფითისგან და რაც ყველაზე საშინელებაა, ამდენი კომპლექსისგან ხალხნო. ეხლა რასაც ვიტყვი, ანუ ამ ნათქვამს, ამბიციურად მხოლოდ ქაჯი ადამიანი ჩამითვლის მერე გადაწყვიტეთ გინდათ ქაჯობა. თუ ისევ "მარტივი კრიტიკა" ჯობია თქვენი დეფორმაცია განცდილი სავარძლებიდან : მე ვთვლი რომ ასეთი ვარ ! და მადლობა ღმერთს ჯერ კიდევ არიან ასეთი ქართველებიც და ისინი დამეთანხმებიან რასაც ვიტყვი ვინც "ასეთი" ქართველი არ არის ... მოკლედ მე ვთვლი ქართველს უნდა ჰქონდეს ასეთი თვისებები: 1) პირველი და პოპულარული სალაპარაკო და სალანძღავი თემა "გადაჯიშდა რა ქართველი ერი, ბიჭები საყურეებით, ბუტილკებით (ანუ მოტკეცილი შარვლებით) ბიჭი ენაზე საყურით და ბიჭი წვრილი ხმით. მე გირჩევთ რომ ამ სტილის ადამიანები პირველ რიგში პირადად გაიცნოთ ხოლმე.. გენიალური ადამიანები არიან, ვფიცავ საუკეთესო მეგობრები და მათზე აგრესია ... რისთვის? რამეს შეცვლით? ის რა სტილიც მათ მოიხდინეს "ცხოვრებას ულამაზებთ" "უსწორდებათ" რომ არ არიან "ძველი ბიჭები". (არადა ძველ ბიჭებზე ვგიჭდები რეალურ ძველ ბიჭებზე:) ისინიც ხო თავისას არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ რა ვქნა ი ს წ ო რ ე ბ ე ე ნ ... მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო ქართველ ერს, როგორც მე ჩემი ბებიისგან და მშობლებისგან ვიცი ყოველთვის უყვარდათ ერთმანეთი, იყვნენ შეკრულები, (იტყვით მაშინ ესეთი ტიპებიც არ იყვნენო) იყვნენ უბრალოდ ფერადი ბუტილკები არ იყო იმ დროს ჰაჰაჰაჰაჰა. ყველას ყველა უყვარდა, ყველა ყველასთან მეგობრობდა, ვინ თქვა არ ჭორაობდნენო, კი ჭორაობდნენ რადგანაც ერთი მხრივ ესეც საინტერესოა. 16 წლის ვარ და დავიღალე გარშემო იმდენ აგრესიას ვხედავ ადამიანებში. უცხოებში ერთმანეთის მიმართ მოიხსენით ეს დაძაბულობა, განთვისუფლდით კომპლექსებისგან. ქართველები ვართ რა გჭირთ ხალხნო, ქართველებიიიიიი ვააააააააააართ, არანორმალურები გიჟები, სტუმართ მოყვარეები, ლამაზები, მეგობრულები, კეთილეეები, ძლიერები, ემოციურები !! აუ დაიკიდეთ და გაიმარტივეთ ეს ცხოვრება .. მართლა გულით მიყვარხართ მიუხედავად იმისა რო ბევრჯერ მითქვამს მეზიზღება ქართველი ხალხითქო, ვიცი თვენც ათასჯერ გითქვამთ. ასე ამბობს უამრავი და რეალურად თითოეული ჩვენთაგანის ბრალია . მიყვარხარ, შენ ხო შენ შე კომპლექსიანო. ახლა გეცინება და ფიქრობ რა გიყვარვარ, არ მიცნობ, გიჟია ლიზა, რაღაც უაზრობებს წერსო, მიყვარხარ იფიქრე რაც გინდა მიყვარხარ შენც შეეეეეეეეენც შეეეეეეეეეენც .. იმიტომ რომ ქართველები ვართ !!!!!!!!!"-წერს ლიზა სოციალურ ქსელში. 462 5-ს მოსწონს 1-ს არა |
მიდი ეგრე შებერე კუდრაჭა,გიორგა შენ გვერშია :D შენ თუ ვინმემ გაგაბრაზა მე მითხარი და ისე დავმარხავ არქეოლოგებმაც ვეღარ მიაგნონ :D