სიახლეები გამოგონილი იქნა ავტომობილი,რომელიც თავისით ირეცხება(ვიდეო) 2014, 26 აპრილი, 16:35 კომპანია Nissan-მა დაიწყო ახალი ტექნოლოგიის გამოცდა, რომლის სახელია Ultra-Ever Dry. საუბარია სპეციალურ ფენაზე, რომელიც საღებავზე გადაესმევა და დაიცავს ავტომობილის ძარას სხვადასხვა გარე ფაქტორებისგან:ტალახი, წვიმა, თოვლი და აგრეთვე ცხიმისგან. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნოლოგიური გამოცდა კომპანიის ევროპულ ცენტრ-Nissan Note-ში. სპეციალისტები აპირებენ რამდენიმე თვე გააგრძელონ გამოცდა, აინტერესებთ, როგორ იმოქმედებს ახალი ტექნოლოგია შემდგომ ავტომობილის საღებავზე. გამოცდის დამთავრების შემდგომ Nissan-ი აპირებს Ultra-Ever Dry-ის ტექნოლოგია ყველა ამ ფირმის სერიულ ავტომობილზე გამოიყენოს. 668 5-ს მოსწონს
|