საზოგადოება სკანდალი: ვინ და რატომ ემუქრება შორენა ბეგაშვილს ანა ბოლეინის მსგავსი სიკვდილით? 2014, 25 აპრილი, 23:18 პოპულარული ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი მუდამ ყურადღების ქარ-ცეცხლში ტრიალებს. ქართველ სექსსიმბოლოდ აღიარებულ ქალბატონს მეხოტბეც, მოშურნეც, მტერიც და გულშემატკივარიც ბევრი ჰყავს. მსახიობი შეძლებისდაგვარად უძლებს სკანდალებსა და ჭორებს.
სულ ცოტა ხის წინ შორენამ მუქარის წერილი მიიღო და სოციალურ ქსელშიც ატვირთა. "სულ მალე ისე დაამთავრებ, როგორც ანა ბოლეინმა. ძალიან მალე!!!"-ნათქვამია ანონიმურ წერილში. მსახიობი ირწმუნება, რომ საქმეს პოლიცია მიხედავს. ვინ და რა მიზნით გაუგზავნა შორენას ეს წერილი ჯერ უცნობია. შესაძლოა სულაც მეგობრები ეხუმრნენ "უკბილოდ". საინტერესოა, რას დაადგენს გამოძიება.
ანა ბოლენი არც სიმდიდრით, არც წარმომავლობით და არც სილამაზით გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც შეძლო მეფე ჰენრი მერვის გული მოენადირებინა. ანამ ამბიციურობისა და ჭკუის წყალობით დედოფლის ტახტი და გვირგვინი მიიღო. ახალგაზრდა დედოფალი ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, თანაც ინცესტში... სასამართლოს შემდეგ, რომლის განაჩენი ყველამ უკე წინასწარ იცოდა დედოფალს თავი მოჰკვეთეს. ანასა და ჰენრის, ერთი ქალიშვილი ელიზაბეტ პირველი დარჩათ, რომელიც უძლიერესი დედოფალი გახლდათ.
საინტერესოა, რით მიამსგავსა მუქარის წერილის ავტორმა შორენა ბეგაშვილი ანა ბოლეინს. სავარაუდოდ ამ წერილის უკან მხოლოდ ბოროტი განზრახვა არ იმალება... ვუსურვოთ შორენას დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა... 364 3-ს მოსწონს 1-ს არა
|