სხვა ორიგინალური ტორტი პატარა გოგონასათვის 2014, 24 აპრილი, 22:20 29 წლის ბრიტანელმა მარია იანგმა თავისი გოგონას 8 წლის იუბილეზე ორიგინალური ტორტი გამოაცხო. ის წარმოადგენდა ვარდისფერ პონის ანიმაციური ფილმიდან «My Little Pony».
![]() ![]() ტორტი იწონიდა 50 კგ-ს და შეიცავდა 250 000 კილოკალორიას. მისი სიმაღლე 130 სმ-ს, ხოლო სიგრძე 140 სმ-ს შეადგენდა. გიგანტური ვარდისფერი პონი შედგებოდა ბისკვიტისა და ალუბლის გულსართისაგან. ტორტის მოსამზადებლად დაიხარჯა 26 კგ კრემი, 190 კვერცხი და 32 კოლოფი ჰაეროვანი ბრინჯი. მარიამ მის გაკეთებას ერთი კვირა მოანდომა. ![]() ![]() გახარებულმა იუბილარმა ტორტი სკოლაში მიიტანა, სადაც დაახლოებით 900 ბავშვს გაუმასპინძლდა. ცხადია, გოგონას არასოდეს დაავიწყდება ეს დაბადების დღე. ![]() ![]() ![]() ![]() 85 11-ს მოსწონს
|