საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი: "დაცვა დამიყენეთ თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ" 2014, 23 აპრილი, 22:51 სამოუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" გადაცემა "ნანუკას შოუს" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის საშუალებით ბიზნესმენ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვალერი გელაშვილს მიმართავს. "ვალერი გელაშვილი პროკურატურაში ყოფილა დაცვა დამიყენეთ თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. ვისი გეშინიათ ბატონო ვალერ. რუსული სპეც სამსახურები ხმას არ გაგცემენ. მიზეზი ჩემზე კარგად იცით. ბორდელების მფლობელ ბიზნესმენს კონკურენტისაც არ უნდა გეშინოდეთ. ბავშვები პასუხს ვერ მოგთხოვენ გადამწვარი სკოლისთვის. დედის მომვლელისთვის ხაშურში ნაყიდი სახლით მისი დუმილი იყიდეთ, თუმცა ხაშურში თქვენი საზიზღარი ქმედება ყველამ იცის! ვენესუელა გითხოვდათ და ვანო მერაბიშვილმა არ გადაგცათ. თქვენ უნდა თქვათ "კაცი" ვარო. მგონი ჯობია სიზმრებს მიხედო, სულ თაგვები და თაგვები რომ გესიზმრებათ. თქვენი დაანონსებული პროგნოზი გამართლდა და ხვალ ერეკლე კოდუას ბრალს წაუყენებენ თქვენს საქმეზე (თქვენთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი თავისთავად ცუდი ფაქტია) მაგრამ ეს საქმეც ისევ დაეშლება თავზე პროკურატურას, როგორც თქვენი მეორე ანონსი. მეორე რა დაანონსეთ აღარ შეგახსენებთ, "–წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე. 5078 5-ს მოსწონს 3-ს არა
|