სხვა "ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება" - ადამიანისა და ღორების მეგობრობა იაპონურად. 2014, 23 აპრილი, 0:12 იაპონელი ფოტოგრაფი ტოშიტერუ იამაჯი 10 წლის შემდეგ, რაც ის ჯარში მსახურობდა, შემთხვევით თავის ყოფილ ოფიცერს შეხვდა, რომელსაც ახალი გატაცება ჰქონია და ღორების ფერმა გაეკეთებინა. ფერმა 1200 ღორისგან შედგება, რომლებთანაც ყოფილი ოფიცერი ყოველდღიურად კონტაქტობს, მთელი თავისი ცხოვრება მათ დაუთმო და მათ გაზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. ერთი ადამიანისთვის წარმოუდგენელია ამდენი სულიერის მოვლა, შენახვა და პატრონობა, მაგრამ ადამიანი ყველაფერს შეძლებს, როცა სიყვარულს გრძნობს, რადგან ისინი მის განუყრელ მეგობრებად არიან ქცეულნი. ფერმერის ღორებისადმი დამოკიდებულებამ იაპონელ ფოტოგრაფს გადააწყვეტინა, რომ ფირზე აესახა მათი ურთიერთობა, რომელიც ყოველგვარ მეგობრულ დამოკიდებულებას აღემატება. ტოშიტერუ იამაჯი პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და შედეგად მან გამოუშვა წიგნი, თავისი ფოტოებით, სადაც ასახულია 1200 ღორის პატრონის დამოკიდებულება თავის „მეგობრებთან“. ფოტოებზე ასახულია, თუ როგორ სძინავს პატარა გოჭს ფერმერის მუცელზე, როგორ ეძებენ გაზეთით ხელში მჯდომარე პატრონს, რომ გაზეთის ჩრდილს შეაფარონ თავი და მასთან ერთად „წაიკითხონ“. ღორები იკრიბებიან, როცა მათი პატრონი უკრავს გიტარაზე და მას უსმენენ. ისინი ერთმანეთის გარეშე ეჭვგარეშეა, რომ ვერ იარსებებდნენ. 50 8-ს მოსწონს
|