x
image
beko777
ეკა კვალიაშვილმა საფრანგეთში პირველი გამოკვლევები ჩაიტარა

imageროგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მომღერალი ეკა კვალიაშვილი მძიმე სენით არის შეპყრობილი. ექიმებმა მას
მძიმე დიაგნოზი - ნეიროვირუსი დაუდგინეს. მომღერალს აუცილებლად ესაჭიროებოდა საზღვარგარეთ მკურნალობა და რადგანაც ეს ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მეგობრები და კოლეგები გაერთიანდნენ და მისთვის საჭირო თანხის შესაგროვებელად, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო მარათონი გამართეს, სადაც 41 ათასზე მეტი ზარი შევიდა. ღონისძიებაში მონაწილეობა კი, 30-მდე ქართველმა მომღერალმა მიიღო. მას შემდეგ კი, რაც ეკას შეგროვებული თანხა გადაერიცხა, იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა საფრანგეთში და უკვე ჩაიტარა პირველი გამოკვლევები. მიუხედავად ურთულესი პროცედურების გავლისა, მომღერალი მაინც მხნედ გამოიყურება. აგრეთვე, იგი ცდილობს მცირე განტვირთვაც მოიწყოს და არ მოიწყოს.

გამოკვლევების შემდეგ, იგი ქართველ ემიგრანტ მომღერლებს ჯაბა ქარსელაძესა და ელგა ფორჩხიძეს შეხვდა და სასიამოვნო მოგონებების საღამო გაატარეს ერთად. ქართველი მომღერლები, სცენის ქართველ დედოფალს მორალურად მხარში უდგანან და ყველანაირად ცდილობენ მის გამხნევებას. ისინი, საკუთარ სოციალურ ქსელში სიამოვნებით აფიქსირებენ ეკასადმი პატივისცემას და სიმპათიებს.


image



0
622
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0