x
image
მანჩო 777
400 ათას დოლარად შეფასებული ქოთანი 40 წლის განმავლობაში კარების საყრდენის როლს ასრულებდა
ინგლისში, ქალაქ ჰარტფორდშირში მცხოვრებ ერთ-ერთ ჩინურ ოჯახურ წყვილს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ 40 წლის განმავლობაში კარების საყრდენად უძველეს ჩინურ რელიქვიას იყენებდა, რომელიც არც მეტი-არც ნაკლები, 300 წლის იყო. ნაკეთობა წარმოადგენს ზიტანის ხელოვნების იშვიათ ნიმუშს და გამოკვეთილია მასიური ხისაგან.

image

ჭურჭელი, რომლის სიმაღლე 23 სმ-ია, წარმოადგენს ნაკვეთ ქოთანს, რომელიც მე-18 საუკუნის დასასრულიდან გამოიყენებოდა კალიგრაფიული კალმების და ფუნჯების ჩასაწყობად და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, სანამ ზემოთაღნიშნული ოჯახური წყვილის ხელში არ მოხვდა. მათ არ იცოდნენ ამ ხელოვნების ნიმუშის ფასი და ქოთანს სასტუმრო ოთახის კარების ფიქსირებისათვის საჭირო საყრდენად იყენებდნენ.

image



ცოლ-ქმარს ძალიან უნდოდა ავტომობილის შეძენა, ამიტომ მათ თავიანთ სახლში მიიწვიეს აუქციონისტი, რათა მას შეეფასებინა სახლში არსებული ზოგიერთი ნივთი. წყვილის მიერ ექსპერტისათვის წარმოდგენილ ნივთებს დიდი მატერიალური ღირებულება არ გააჩნდა, მაგრამ ანტიკვარების უბადლო მცოდნე რიჩარდ ჰარისონი შოკირებული დარჩა, როცა ზემოთაღნიშნული ქოთანი დაინახა.

"ის იდგა იატაკზე და ასრულებდა სასტუმრო ოთახის კარების საყრდენის როლს. მე ადრეც მენახა მსგავსი ნაკეთობები, მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა ასეთ იდეალურ მდგომარეობაში", -ამბობს ჰარისონი.

image

სააუქციონო სახლის წარმომადგენელი ამბობს, რომ როგორც კი დაუკავშირდა თავის კოლეგებს ჩინეთში და წარუდგინა ქოთნის ფოტოსურათები, ის დარწმუნდა, რომ ამ შედევრის მიმართ ინტერესი უზარმაზარი იქნებოდა. კალმებისა და ფუნჯების ჩასაწყობი ქოთანი მინიმუმ 300 წლისაა და ის დამზადებულია ჩინეთის იმპერატორის ციანლუნის მმართველობის პერიოდში.


image


ექსპერტის აზრით, ქოთნის მფლობელებს ამ ნივთის გაყიდვა 400 000 დოლარად შეუძლიათ.

"თავდაპირველად ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ქოთანი 30-50 ათასი დოლარი ღირს, რამაც ისინი ძალიან გაახარა, მაგრამ როცა მათ ნივთის ნამდვილი ფასი გაიგეს, შოკირებულები დარჩნენ და არ დაუჯერეს თავიანთ ყურებს", -აღნიშნა რიჩარდ ჰარისონმა.

image

სააუქციონო სახლი იმედოვნებს, რომ ბევრი ჩინელი სპეციალისტი ჩამოვა ინგლისში, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა ვაჭრობაში.

მსგავსი აღმოჩენები გვარწმუნებს, რომ შეიძლება კიდევ უამრავი ადამიანის სახლში ინახება ფასდაუდებელი რელიქვიები, რომელთა ღირებულებაზე მათ პატრონებს წარმოდგენაც კი არ აქვთ.


3
549
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
549
  
2014, 22 აპრილი, 19:15
:D:D მე კი ვიცი არაფერი მაქვს :) 3 წლის ოჯახი მაქვს და ისიც ნულიდან დაწყებილი და... :) რაც გამაჩნია, მხოლოდ თანამედროვე და არა ფასეული :(
2014, 22 აპრილი, 19:01
გონების თვალი გადავავლე, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე ჩემს სახლში:D
2014, 22 აპრილი, 18:59
სანამ ჩავიკითხე ბოლო აბზაცი, სწორედ მაგას ვფიქრობდი :)
0 1 3