x
image
რომეო
ქალის სექსუალური ჰოროსკოპი: ვერძი
imageვერძი - (21.03-18.04) - მასში ნამდვილი მსახიობი ზის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი თვალთმაქცია და გულრწფელობა აკლია. პირიქით, გარდასახვის ნიჭით მომდლებული ვერძი მთლიანად ერწყმის როლს, რომელსაც იგი თამაშობს. გრძნობების დამალვა არ შეუძლია, მაგრამ არც ისეთი ემოციურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

თუ მოინდომა, ვეძი შეუძლებელს შეძლებს, ყოველგვარ საქმეს მოაბამს თავს, მასში ლოგიკა მრავლადაა განვითარებული. მეორე მხრივ, როცა იგი გონების კარნახს არ მიჰყვება, უკიდურესობამდე მიდის.

საწოლში მსახიობის სურვილი ეკარგება და პასიურია, სიამოვნების ძირითადი წყარო მისთვის შეხება და განცდები უფროა, ვიდრე თვით სექსუალური აქტი. იშვიათად იჩენს ინიციატივას, კიდევ უფრო იშვიათად გვევლინება პროცესის წაყვანის როლში.

ვერძისთვის გრძნობების ენაზე ლაპარაკი, მათი გამოხატვა ძნელია და არც ცდილობს. გარგნულად იგი სულაც არ ტოვებს ასეთ უღიმღამო შთაბეჭდილებას. პირიქით, მამაკაცები მასში ცეცხლოვან ქალს ხედავენ. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ელით იმედის გაცრუებას.


თავის სულიერ სინატიფესა და გემოვნებას იგი საწოლშიც ავლენს, უყვარს ძვირფასი საცვლები, სანთლების შუქი, ლამაზად გაფორმებული ოთახი და მაინც, იგი ხვდება, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია, ხოლო მთავარს, ხორციელ ჟინსა და ვნებათაღელვას მასში ვერავინ აღვიძებს.

სადღაც გულში, ქვეცნობიერად ვერძი ოცნებობს უხეშ, პრიმიტიულ მამრზე, ვინც ააღელვებს და ნდომას მოჰგვრის, მაგრამ სამწუხაროდ, პირიქით ხდება - მას უმეტესწილად ამჩნევს და უახლოვდება მამაკაცი, ვისაც არც დახვეწილობა აკლია, არც აღზრდა და არც კულტურა. ამიტომაც ძალზე იშვიათად გვხვდება ვერძი, ვისაც ბედნიერი პირადი ცხოვრება გააჩნია.

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0