კულტურა ძროხის და ხარის ქორწილი 17 000$ დაჯდა 2014, 21 აპრილი, 14:29 ინდოეთის ქალაქ ინდაურში შედგა ძროხის და ხარის ქორწინების ცერემონიალი. ქორწინების სამაზადისი ორი თვე გრძელედებოდა. ძროხა განგის და კურო პარაკაშას დაქორწინება ინდაურის მოსახლეობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც რამდენიმე მეზობელი რაიონი დაზარალდა წყალდიდობისგან და სეტყვისგან. ამიტომ ინდაურიც რომ არ დარჩენილიყო მოსავლის გარეშე მათ შეავედრეს დედა-ბუნებას ინდოეთში ყველაზე წმინდა ცხოველი და მათთვის ლამაზი საქორწინო ცერემონიალი გააკეთეს.ფული ადგილობრივმა ფერმერებმა დადეს, თითომ 80$, ცერემონია მდიდრული გამოვიდა, "პატარძალი" ძვირფასი სამკაულებით შეამკეს, ქორწილს 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის მეზობელი სოფლებიდანაც. 163 6-ს მოსწონს
|