საზოგადოება ნიკოლოზ რაჭველი "იძებნება" 2014, 18 აპრილი, 18:36 ![]() ![]() მიმდინარე წლის 3 მარტს ქვეყნიდან გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა როგორც ჩვენში იტყვიან "ცნობილი სახე" - ნიკოლოზ რაჭველი! ნებისმიერი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ ძვირფასია ჩვენთვის. მპოვნელი, თუ კი მუსიკის მოყვარულია, დასაჩუქრდება აბონემენტით ეროვნული მუსიკალური ცენტრის სეზონურ კონცერტებზე, ხოლო თუ კი შემსრულებელია - მოწვეულ იქნება ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან სოლისტის ან დირიჟორის რანგში! დარეკეთ! მოგვწერეთ! შემოგვითვალეთ! ცხელი ხაზი: Facebook / +995322915505 საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ადმინისტრაცია და სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები"-წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში. ![]() მოგვიანებით, მუსიკოსმა კიდე ერთი ფოტო გაავრცელა წარწერით: "შესაბამისი ორგანოები ფოტო-მასალას ავრცელებენ, თუმცა აქ მხოლოდ ვხედავთ, რომ ნიკოლოზ რაჭველი მგზავრობს, საით ან საიდან კვლავ უცნობი რჩება..." რას გულისხმობს მუსიკოსი ამ განცხადებებში ჯერ უცნობია. იმედია ნიკოლოზ რაჭველი მართლა არ იძებნება... ![]() 1074 5-ს მოსწონს 2-ს არა
|