საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი: " - ხადური მოვიდა ჭამისთვის " 2014, 16 აპრილი, 2:27 მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, მრავალჯერ მოუწია პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვა, რადგან თავად შეეხო გარკვეული პრობლემები. ჟურნალისტზე და მის ოჯახზე, მრავალ ჭორ-მართალს ვისმენთ და არც ნანუკა ტოვებს უკომენტაროდ მათ, რასაც სოციალური ქსელის საშუალებით ახორციელებს. იგი ამ მხრივ, განსაკუთრებით მას შემდეგაა აქტიური, რაც მისი მეუღლე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა ბრალდებულის სტატუსითაა ძებნილი, ინტერპოლის მიერ. ასევე, პრობლემები შეექმნა ნანუკას ძმასაც, რომელიც მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტი ძირითად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მისამართით აკეთებს სხვადასხვა მესიჯებს. აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, ტელე-წამყვანის ფეისბუქის გვერდზე, თითქმის ყოველდღე იხილავთ სხვადასხვა გამოხმაურებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ამჯერად, იგი სოციალურ ქსელში ნოდარ ხადურის შესახებ აქვეყნებს პოსტს:
108 3-ს მოსწონს
|