სხვა "ბავშვები მსოფლიოს გზაჯვარედინზე" - პროექტი თანადგომისთვის. 2014, 15 აპრილი, 23:06 მაშინ როდესაც, მსოფლიოს ერთ ნაწილში ბავშვების გარკვეული რაოდენობა სიღარიბესა და ანტისანიტარიაში იზრდება, მსოფლიოს მეორე ნაწილში არიან ბავშვები, რომლებიც ფუფუნებასა და უამრავი მზრუნველი ადამიანის გარემოში იბადებიან. ასევე არსებობს ბავშვების მესამე კატეგორია, საშუალო ფენა, რომელთაც გარკვეული მინიმალური პირობები გააჩნიათ ცხოვრებისათვის. ფოტოგრაფმა ჯეიმს მოლისონმა გადაწყვიტა თავისი პროექტის ფარგლებში გადაეღო ბავშვები და მათი საძინებლები. მისი აზრით, საძინებელი ის კუთხეა, რომელიც ყველაზე კარგად მეტყველებს ადამიანზე.დღემდე ბევრს სჯერა, რომ როცა ბავშვები იძინებენ, სათამაშოები ცოცხლდებიან. საინტერესოა, როგორია მათი სათამაშოები, თუ რა თქმა უნდა მათ აქვთ ისინი. მათი ცხოვრების საწყისები მათ მომავალს განაპირობებს და ამ ფოტოებში კარგად ჩანს ამ ბავშვებს შორის სხვაობა, რაც ზოგადად მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. ეს პროექტი შეიქმნა თანადგომისთვის. 9 წლის ალექსი, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია. 6 წლის ბილალი, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. 7 წლის ინდირა, კატმანდუ, ნეპალი. 8 წლის ახოქსეტი, ამაზონი, ბრაზილია. 9 წლის დონგი, ჩინეთი. 10 წლის ხუან დევიდი, კოლუმბია. 10 წლის რიუტა, ტოკიო, იაპონია. 11 წლის ჯოი, კენტუკი, აშშ. 9 წლის უცნობი, კოტ-დივუარი. 9 წლის ბიკრამი, ნეპალი. 9 წლის ტზვიკა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. 10 წლის დოუჰა, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. 12 წლის ლამინი, სენეგალი. 14 წლის რიანონი, შოტლანდია. 15 წლის რიზა, კიოტო, იაპონია. 11 წლის ნეტუ, კატმანდუ, ნეპალი. 68 13-ს მოსწონს
|