საზოგადოება თეონა კონტრიძემ "ორი ვარსკვლავის" ჟიური სამუდამოდ დატოვა? 2014, 15 აპრილი, 18:22 თეონა კონტრიძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელიც ერთ-ერთ პოპულარული გადაცემის "ორი ვარსკვლავის" ჟიურიში ვიხილეთ. თეონა საქართველოდან დაახლოებით 20 წლის წინ წავიდა. მომღერალს აღიარების სურვილი ამოძრავებდა... მიაღწია კიდეც... ერთი შეხედვით ჩანს, რომ თეონა საკმაოდ მეამბოხე, თავისუფალი და პირდაპირი ადამიანია. მომღერალი საკმაოდ მკაცრი ჟიურის წევრი აღმოჩნდა. სალომე ღვიანიაშვილი კი უკვე კონკურსის მეხუთე ტურია ცდილობს მისი კომპლიმენტი დაიმსახუროს, მაგრამ ამაოდ. თეონამ მომღერალს ჯერ ცეკვა დაუწუნა, საპასუხოდ მოდელმა შემდეგ ტურში შესანიშნავად იცეკვა, მაგრამ ვინ დააფასა. თეონა კონტრიძეს ზოგიერთები მიკერძოებულ ჟიურის წევრად თვლიან, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ის სამართლიანი და პირდაპირია. "ორი ვარსკვლავის" ბოლო ტურში კი მომღერალმა პროტესტის ნიშნად ჟიური დატოვა. მისი მტკიცებით, ჟიურის სხვა წევრები საშუალებას არ აძლევდნენ სალომე ღვინიაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის წყვილისთვის შენიშვნა მიეცა. თეონას შენიშვნების დიდი სია ჰქონდა ჩამოწერილი, მაგრამ სულ ტყუილად. ამბობენ, მომღერალი ძალიან განაწყენებულია და პროექტში აღარ დაბრუნდებაო. ზოგისთვის სამწუხაროდ და ზოგისთვის სასიხარულოდ თეონას ჟიურის სამუდამოდ დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია. "ჯერჯერობით არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. გავიდეს ერთი კვირა და დაველოდოთ, რა მოხდება"-ამტკიცებს კონტრიძე. 637 2-ს მოსწონს 1-ს არა
|