საზოგადოება თეონა კონტრიძემ "ორი ვარსკვლავის" ჟიური სამუდამოდ დატოვა? 2014, 15 აპრილი, 18:22
თეონა კონტრიძეს ზოგიერთები მიკერძოებულ ჟიურის წევრად თვლიან, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ის სამართლიანი და პირდაპირია. "ორი ვარსკვლავის" ბოლო ტურში კი მომღერალმა პროტესტის ნიშნად ჟიური დატოვა. მისი მტკიცებით, ჟიურის სხვა წევრები საშუალებას არ აძლევდნენ სალომე ღვინიაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის წყვილისთვის შენიშვნა მიეცა. თეონას შენიშვნების დიდი სია ჰქონდა ჩამოწერილი, მაგრამ სულ ტყუილად. ამბობენ, მომღერალი ძალიან განაწყენებულია და პროექტში აღარ დაბრუნდებაო. ზოგისთვის სამწუხაროდ და ზოგისთვის სასიხარულოდ თეონას ჟიურის სამუდამოდ დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია. "ჯერჯერობით არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება. გავიდეს ერთი კვირა და დაველოდოთ, რა მოხდება"-ამტკიცებს კონტრიძე. 637 2-ს მოსწონს 1-ს არა
|