x
image
ტორნადო07
იცოდით? ყავა ადამიანის ხასიათის გამოცნობაში გვეხმარება!!!
imageვიღაცას ჩაი უყვარს, სხვებს კი ყავა. ოდესმე გიფიქრიათ თქვენი შეყვარებული ყოველთვის რატომ უკვეთავს კაპუჩინოს? მამათქვენი მხოლოდ ესპრესოს სხვამს, თქვენი მეგობარი კი უპირატესობას ლატეს ანიჭებს? როგორც აღმოჩნდა ადამიანის ხასიათსა და მის საყვარელ სასმელს შორის კავშირი ყოფილა.


ესპრესო პოპულარულობით რეალისტებში, კონსერვატორებსა და პირდაპირ ადამიანებში სარგებლობს. მათი გადარწმუნება ძალიან რთულია, გადაწყვეტილების მიღებისას ისინი მხოლოდ საკუთარ აზრს აქცევენ ყურადღებას. სამაგიეროთ მათი იმედი შეიძლება გქონდეთ. ამ სასმელის მოყვარულები ძირითადად არჩევენ ელიტურ ავტომობილებს, ტანსაცმლის ბიზნეს სტილსა და კლასიკურ მუსიკას.


ლატეს ირჩევენ ადამიანები, რომელთაც ხალხში ტრიალი უყვართ. მათ კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. როგორც წესი ისინი "ტუსოვკის" სული და გული არიან, ისინი მოპირდაპირე სქესში პოპულარულობით სარგებლობენ. დასვენების დღის საღამოს ეს ადამიანი ნამდვილად სადმე მხიარულად ატარებს დროს. მათთვის ჩვეულებრივი ამბავია საცეკვაო რიტმი, ხმაურიანი წვეულება და რესტორანის საკვები.


კაპუჩინო უყვართ რომანტიკოსებს, მეოცნებეებს და ყველას ვითვისაც გრძნობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გონება. ხშირად ისინი კეთილი გულით, ღია სულით და გულწრფელობით ხასიათდებიან. ამ იდეალურად დაბალანსებული სასმელის მოყვარულები ხშირად ზღვასთან ცხოვრობენ, უსმენენ ხარისხიან პოპს. და კიდევ მათ ტკბილეული უყვართ.



ამერიკანოს მოყვარულები რაციონალური პიროვნებები არიან და ურჩევნიათ ცხოვრებას ყველაფერი გამოსტაცონ. ისინი ყოველთვის ასწრებენ, ეძებენ უმოკლეს გზებს მიზნის მისაღწევად, როგორც წესი წარმატებულები არიან. მათ ცხოვრების ბოჰემური წესი მოსწონთ, უსმენენ გემოვნებიან მუსიკას და მოსწონთ სპორტული ავტომობილები. საცხოვრებელს როგორც წესი ქალაქიდან მოშორებით ირჩევენ.


უნდა ავღნიშნო, რომ ყავის რეცეპტები გაცილებით მეტია ვიდრე 4. როგორ მოვიქცეთ თუ ადამიანმა სხვა რამ შეუკვეთა? ჩართეთ ლოგიკა და ანალოგია. მაგალითად რისტეტო, დოპიო, ყავა აღმოსავლურად შეიძლება ესპრესოს ჯგუფს მიაკუთვნოთ, ყავა ვენურად კაპუჩინოს, ხოლო ესპრესო მაკიატო ლატეს.

1
91
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
91
  
2014, 18 აპრილი, 0:26
ვგიჟდები კაპუჩინოზე :)
0 1 1