ქალი და მამაკაცი რას ამბობენ ბავშვები ურთიერთობებისა და ქორწინების შესახებ 2014, 14 აპრილი, 21:10 საკმაოდ საინტერესო სტატიას წავაწყდი და გადავწყვიტე თქვენთვის მეთარგმნა. 10 წლამდე ბავშვებს უსვამე კითხვებს ურთიერთობებისა და ქორწინების შესახებ. მოდით ვნახოთ ყველაზე საინტერესო კითხვები და ბავშვების საოცარი პასუხები.
1) როგორ ავარჩიოთ ვისზე უნდა ვიქორწინოთ? უნდა იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც იგივე მოსწონს რაც შენ. მაგალითად თუ შენ მოგწონს სპორტი, მაშინ მასაც უნდა მოსწონდეს, რომ შენ სპორტი მოგწონს და ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მატჩის ყურებისას ჩიპსები არ გაგითავდეს (ალანი, 10 წლის). სინამდვილეში არავინ იცის ვისზე იქორწინებს სანამ არ გაიზრდება. ღმერთი თავიდან წყვეტს ყველაფერს, ჩვენ კი უკვე შემდეგ ვიგებთ ვინ შეგვირჩიეს (კირსტენი, 10 წლის). 2)რომელ ასაკში ჯობია დაქორწინება? საუკეთესო ასაკი 23 წელის, რადგან მაგ დროს ადამიანს უკვე უსასრულობის განმავლობაში იცნობ (კამილა, 10 წლის). ქორწინდებიან მხოლოდ სულელები (ფრედი, 6 წლის). 3)როგორ გავიგოთ დაქორწინებულები არიან თუ არა ადამიანები რომლებსაც პირველად ხედავ? უნდა გამოიცნო. მაგალითად უნდა დააკვირდე უყვირიან თუ არა ისინი ბავშვებს (დერეკი, 8 წლის). 4)რა აქვთ საერთო შენს დედასა და მამას? მათ აღარ უნდათ მეორე შვილის ყოლა (ლორი, 8 წლის). 5)ძირითადად რას აკეთებენ ადამიანები პაემნებზე? პაემანი ეს არის გართობა, მათ აწყობენ იმისათვის, რომ უფრო მეტი გაიგონ ერთმანეთზე. თუ კარგად მოუსმენ შეიძლება აღმოაჩინო, რომ ბიჭსაც აქვს რაღაც სათქმელი (ლინეტი, 8 წლის). პირველ პაემანზე ისინი უბრალოდ ატყუებენ ერთმანეთს და ძირითადად საკმაოდ საინტერესოდ გამოდის, რომ მეორე პაემანზე წავიდნენ (მარტინი, 10 წლის). 6)როდის შეიძლება აკოცო გოგონას? როდესაც ის მდიდარია (პემი, 7 წლის). კონონმდებლობით ეს აკრძალულია 18 წლამდე, ამიტომ მე არ მინდა ამასთან რაიმე კავშირი მქონდეს (კურტი, 7 წლის). წესი ასეთია: თუ ვინმეს აკოცე უნდა დაქორწინდე და გააჩინო ბავშვები. ასეა მიღებული (ჰოვარდი, 8 წლის). 7)რა არის უკეთესი დაქორწინდე თუ მარტო იცხოვრო? გოგონასთვის უკეთესია მარტო იცხოვროს, ბიჭისთვის კი დაქორწინდეს, მას ხომ სჭირდება ადამიანი რომელიც მის შედეგ დაალაგებს ყველაფერს (ანიტა, 9 წლის). 8)როგორ შეიცვლებოდა სამყარო, ქორწინება რომ არ არსებობდეს? ნუუ, მაინც იქნებოდა უამრავი ბავშვი, რომელიც მათ ყველაფერს აუხსნიდა, ხომ მართალია (კელვინი, 8 წლის)? 9)რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ქორწინება ბედნიერი იყოს? ცოლს უნდა უთხრა, რომ ის ულამაზესია, თუნდაც ის დაშლის ავტომობილს ჰგავდეს (რიკი, 10 წლის). 95 7-ს მოსწონს
|