x
image
beko777
Mediator image
ირინა ონაშვილი: "-კონტრიძის შეფასება არ დამავიწყდება - შენ მართლა მოდელი ხარ?"

image

პროექტში, "ორ ვარსკვლავი", სხვადასხვა სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად, ორი მოდელიც ამღერდა - ირინა ონაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.

"მე ვფიქრობ, რომ... თქვენ, რომც არ იმღეროთ..." – ასე მიმართა "ორი ვარსკვლავის" წამყვანმა, ლელა წურწუმიამ, პროექტის პირველივე ტურში სიმღერის შემდეგ, სალომე ღვინიაშვილს. რა იგულისხმა ამ ცოტა გაურკვეველ ნათქვამში – იყო ეს გარეგნობაზე გაკეთებული კომპლიმენტი, თუ შენიშვნა სტინგის სიმღერის შესრულებასთან დაკავშირებით, ბევრმა ვერ გაიგო, თუმცა ფაქტია, რომ "იმედი"- ს მეგა-შოუს წამყვანს აღფრთოვანების დაფარვა გაუჭირდა – სალომეს ვოკალის, ან გარეგნობის გამო.

ასევე არ იშურებენ კომპლიმენტებს ირინა ონაშვილის სილამაზის აღსანიშნავად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოდელებს მათი გარეგნობით გამოწვეული აღტაცებები აღარ
სიამოვნებთ, მათ სურთ ისე შეფასდნენ, როგორც მომღერლები.


image

"- ყველას უნდა ფინალისკენ წავიდეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც
შეფასება - რა ლამაზი ხარ, აღარ გიხარია. ამდენი შრომა და ენერგია რომ მიდის, გინდა კარგად შეგაფასონ - როგორ პროგრესირებო. აღარც სახლი გვახსოვს, აღარც ქმარ-შვილი. კონტრიძის შეფასება არ დამავიწყდება - შენ მართლა მოდელი ხარ? მკითხა და ვერ მივხვდი რას მოაყოლებდა, მერე თქვა - მომღერალივით მღერიო"- ამბობს ირინა.
გიორგი მახარაშვილი: "სალომე ღვინიაშვილი ამბობდა, მინდა მითხრან, რა მახინჯი ხარ და რა კარგად მღერიო".

3
1616
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
1616
  
2014, 18 აპრილი, 19:47
სალომე ძალიან ცუდად მღერის ირინა კი პირიქით, მაგრამ ორივე ძალიან მომწონს
2014, 15 აპრილი, 9:32
არც დაუწუნია... საიდან მოიტანეთ? პირიქით... კომპლიმენტი უთხრა! ირინა მართლა კარგად მღერის ზოგიერთი პროფესიონალი მომღერალთან შედარებით!
2014, 14 აპრილი, 12:08
სალომეს და ირინას რა სჭირს მახინჯი კონტრიძის დასაწუნი?
0 1 3