მუსიკა გიტარის მაესტრო 2014, 13 აპრილი, 23:36 ![]() რიჩი ბლეკმორი დაიბადა 1945 წლის 14 აპრილს ქალაქ ვესტონ სიუპერ-მერში(ინგლისი). 11 წლის იყო როდესაც მამამ პირველი გიტარა უყიდა, სკოლის დამთავრების შემდეგ იგი სამუშაოდ მოეწყო ჰიტროუს აეოროპორტში, სადაც საავიაციო რადიო მიმღებებს არემონტებდა, პარალერულად 60-ანი წლების დასაწყისიდან გამოდის სხვა და სხვა ჯგუფებში, 1968 წლიდან კი ჯონ ლორდთან და იან პეისთან ერთად ქმნის ჯგუფ deep purple-ს, სადაც მან მსოფლიო დიდება და სუპერვარსკვლავის ტიტული შეიძინა. ![]() 1975 წელს სტოვებს ჯგუფს და ქმნის ანსამბლ rainbow-ს, ამ ჯგუფში კიდევ უფრო გამოვლინდა ბლეკმორის, როგორც გიტარისტის, ბრწყინვალე იმპროვიზატორის და კომპოზიტორის ტალანტი. 1984 წლიდან იგი ხელახლა შეკრებილ deep purple-ს უერთდება, სადაც 1993 წლამდე გამოდიოდა, ვოკალისტ იან გილანთან კონფლიქტის გამო იგი საბოლოოდ მიდის ჯგუფიდან, ქმნის ჯერ ხელახლა rainbow-ს, ხოლო 1997 წლიდან თავის მეუღლე ქენდის ნაითთან ერთად ქმნის ფოლკ-როკ ჯგუფს blackmores night-ს. ![]() რიჩი ბლეკმორი god of guitar-ის გამოკითხვის შედეგად 5-ჯერ იქნა ზედიზედ დასახელებული მსოფლიოს ყველა დროის №1გიტარისტად(2007-2011), guitar world №16-ედ დაასახელა, ხოლო planet rock-მა №7. ჟურნალმა "Rolling Stone" -მა #50 დაასახელა "100 Greatest Guitarists of All Time" 2011 წელს. სიმღერა "smoke on the water"(deep purple)-ის გიტარის რიფი აღიარებულია №1 მსოფლიოში.(planet rock)ხოლო სოლები სიმღერებიდან "higway star"-№19 და "lazy"-№79 შეტანილია "top 100 greatest guitar solo all time-"ში.(ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარის სოლო) რიჩი ბლეკმორს მიეძღვნა BBC-ის ფილმების ერთ-ერთი სერია "guitar hero". ამასთანავე მას განასახიერებენ ფილმში "Telstar"(2009) წ.-ბლეკმორის როლს მეთიუ ბაინტონი თამაშობს. ვიდეოკლიპი Blackmore's Night -ის ბოლო ალბომიდან-'Dancer and the Moon'(2013)-ალბომმა "ბილბორდის"-New age-ს ჩარტებში #3 ადგილი დაიკავა. 39 5-ს მოსწონს
|