კინო "სელებრითების" მიერ გაცოცხლებული დისნეის პერსონაჟები. 2014, 14 აპრილი, 9:22 უამრავი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი ანნა ლეიბოვიცი შეეცადა „დისნეის“ გმირები გაეცოცხლებინა და ცნობილი ადამიანების დახმარებით საინტერესო პროექტი - „დისნეის საოცნებო პორტრეტები“ განახორციელა. ფოტოგრაფმა მოდელების, ლამაზი სცენების და ერთგვარი მაგიის დახმარებით, ნამდვილად გააცოცხლა ჩვენი საოცნებო პერსონაჟები. სკარლეტ იოჰანსონი კონკიას როლში. ჯესიკა ჩესტეინი - მერიდა, “მამაცი გულით“. ჯენიფერ ჰადსონი - ტიანა, „პრინცესა და ბაყაყი“. ტეილორ სვიფტი - რაპუნცელი, „დახლართული“. ჯულიანა მური არიელის როლში. ქვინ ლატიფა ურსულას როლში, მულტფილმიდან „არიელი“. რასელ ბრენდი - კაპიტანი კაუჭა, „პიტერ პენი“. როჯერ ფედერერი - მეფე არტური, „ხმალი ქვაში“. ანჯელინა ჯოლი დეტექტივ ელისა მაზას როლში. რეიჩელ ვეიცი - ფიფქია. ზაკ ეფრონი და ვანესა ჰუდგენსი - პრინცი ფილიპი და პრინცესა ავრორა, „მძინარე მზეთუნახავი“. ჯული ენდრიუსი და აბიგაილ ბრესლინი დისნეის ფერიების როლში. ალეკ ბოლდუინი ჯადოსნური სარკის, ხოლო ოლივია ვაილდი - დედოფლის როლში, მულტფილმიდან „ფიფქია“. ჯეფ ბრიჯისი - პრინც ადამის, ხოლო პენელოპა კრუზი - ბელის როლში, მულტფილმიდან „ლამაზმანი და ურჩხული“. ჯესიკა ბიელი პოკაჰონტასის როლში. ჯენიფერ ლოპესი - ჟასმინის, ხოლო მარკ ენტონი - ალადინის როლში. დევიდ ბექჰემი - პრინცი ფილიპი, „მძინარე მზეთუნახავი“. 242 6-ს მოსწონს
|