ქალი და მამაკაცი გაიგეთ ადამიანის ხასიათი ტუჩების ფორმის მიხედვით 2014, 12 აპრილი, 10:04 1)ცოტათი დაბერილი ტუჩები – სექსუალურობის მანიშნებელია. რაც უფრო დიდი ზომისაა ადამიანის სახის ნაკვთები, კერძოდ კი ტუჩები, მით უფრო მგრძნობიარეა ადამიანი. ასეთი ტუჩების მფლობელმა ადამიანმა ნამდვილად იცის სიამოვნება როგორ მიიღოს, არ აქვს მნიშვნელობა საჭმელია ეს, ლამაზი ნივთები თუ სექსი. ის გურმანია, რომელსაც ირგვლივ მხოლოდ ყველაფერი სასიამოვნო სურს.
2)წვრილი, თხელი ტუჩები – ასეთი ადამიანი ჯიუტი და ეჭვიანია. თუმცა თუ ამ ადამიანის ნდობას დაიმსახურება მისი იმედი შეიძლება ყოველთვის გქონდეს. უყვარს ფიქრი და ბევრს არ ლაპარაკობს. ხშირად მწარე სიტყვებსაც ისვრის, რადგან ამბობს იმას რასაც ფიქრობს, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე სანდო მეგობარია. 3)წინ გამოწეული ზედა ტუჩი – საკმაოდ მიზანდასახული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანია. ზოგჯერ მისი ხასიათი თვითკმაყოფილებაში და სიამაყეში გადაიზრდება, ამიტომ მასთან კამათს აზრი არ აქვს, მისი გადარწმუნება შეუძლებელია. 4)გამოწეული ქვედა ტუჩი – ეგოისტი, არაპროგნოზირებადი, ჭირვეული და დაუბალანსებელი ადამიანია. მისი ხასიათი ისევე ხშირად იცვლება, როგორც ამინდი მარტში, ამიტომ მასთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. ხშირად ის თავისი ჭირვეულობით არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც კი ღლის. 5)გულის ფორმის ტუჩები – ადამიანი ძალიან აქტიურია, მუდამ სავსეა იდეებით. ადვილად წყვეტს პრობლემებს, როგორც სამსახურში ისე სახლში. მიდრეკილია კეკლკუცობისა და ხუმრობისაკენ. მგრძნობიარეა, ადვილად აბამს ურთიერთობას, მაგრამ ერთგული არაა. 6)მკვეთრად განსაზღვრული ტუჩები – ასეთ ადამიანს შეუძლია მცირედით დაკმაყოფილდეს, აქვს დაწეული თვითშეფასება, კონსერვატიულია, მას ურჩევნია ბეღურა ჰყავდეს ხელში ვიდრე იოცნებოს არწივზე ცაში. არ უყვარს ცხოვრების სტილის მკვეთრად შეცვლა, თორემ შეიძლება დეპრესიამ სძლიოს. 527 8-ს მოსწონს
|