საზოგადოება საქართველოს პროკურატურა ნანუკა ჟორჟოლიანის მანქანების წარმომავლობით დაინტერესდა, ჟურნალისტის კომენტარი მომხდარზე 2014, 10 აპრილი, 17:23
საზოგადობაში ბევრს საუბრობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ მიტაცებულ ავტომობილებზე. როგორც ჩანს, საქართველოს პროკურატურა ირაკლი კოდუას ოჯახის წევრების ავტომობილების წარმომავლობით დაინტერესდა. "ფარცხალაძის უწყებამ მოიარა ყველა ცენტრი, საიდანაც მანქანა გამომიყვანია, ან უბრალოდ შევსულვარ. ჩემი პირველი მანქანის წარმომავლობაც კი გაურკვევია. ასე იარა, იარა, ჭორებზე აყოლილმა ფარცალაძემ და ბოლოს გაარკვია რომ ყველა მანქანა რაც კი მყოლია არათუ კოდუასი არაა, არც უყიდია ირაკლის და მამაჩემის ნაჩუქარია. აღმოაჩინა, რომ ირაკლის მხოლოდ მინი კუპერი უჩუქებია და იმის გადახდის ქვითარიც გვქონია. ვაიმეე, ვაიმეე"-წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს პირველი უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე. გოგონა სასწავლებლად საზღვარგარეთაა და მის განათლებაში ჟორჟოლიანი დიდ ინვესტიციას დებს. ნანუკასა და ირაკლის კი ერთი ვაჟი, საბა კოდუა ჰყავთ. ირაკლი მრავალშვილიანი მამაა. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 120 3-ს მოსწონს 1-ს არა
|