x
image
beko777
Mediator image
ინგა გრიგოლია, პროექტ "ორი ვარსკვლავის" ბოლო ტურმა აღაშფოთა

image როგორც ჩანს, ტელე-პროექტ ''ორი ვარსკვლავი"-ს მაყურებელი თანდათან მატულობს და ასევე პროპორციულად იზრდება მის კრიტიკოსთა რიცხვიც. პროექტის ბოლო ტური 7 აპრილს, ხარება დღეს შედგა და ამჯერად, კონკურსანტებმა ქართული სიმღერები შეასრულეს. ეს ტური განვლილთან შედარებით, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მონაწილეები მეტად მობილიზებული და მონდომებულები იყვნენ. საბოლოოდ, ქართული ტური კონკურსანტებისთვის სიურპრიზით დამთავრდა. მოწვეულმა ჟიურის წევრმა დათო ოქიტაშვილმა მაყურებელს აცნობა, რომ გამოვლენილი აუტსაიდერებიდან, რომლებიც ამჯერად გოგოლა კალანდაძის და მიშა ხუჯაძის წყვილი აღმოჩნდა, არცერთი არ დატოვებდა პროექტს და
განმარტა, რომ ეს გამონაკლისი, ხარების დღესასწაულის გამო დაუშვეს. ჟიურის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთვის, რომელიც მომხდარს გამოეხმაურა:
''ვთქვა ჩემი აზრი? სამივე, ვინც აუტსაიდერი იყო, უმაგრესები იყვნენ, მაგრამ, ჟიურის გადაწყვეტილების გამო, ყბა ჩამომივარდა. ხარებასთან ეს ფინალი რა შუაში იყო? იმედია, ტელევიზიას არ ვაწყენინებ ჩემი მოსაზრებით, უბრალოდ ჟიური ძალიან მომარხულე და რელიგიური ჩანს, როგორც ჩანს. დღეს მომინდა ვმჯდარიყავი ჟიურიში. რელიგიურ ექსტაზში მყოფ ჟიურის ცოტას შევუტევდი. და თუ მართლმადიდებელი არაა შოუს მაყურებელი და ასეთი უამრავია საქართველოში, მათთვის როგორ უნდა აიხსნას რელიგიური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება? მარტო მართლმადიდებლები გვიყურებენ?''


ინგა გრიგოლიას, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე გამოეხმაურა, რომლის შვილმა მაკო კვიტაშვილმა შოუ გასულ კვირას დატოვა. ეკას კომენტარებიდან აშკარად ჩანს, რომ ჟიურის გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია. თავად მაკოს, შოუს ყურების
შემდეგ უთქვამს, და რადგან ხარებაა, ჩვენც რომ დაგვაბრუნონ, არ შეიძლებაო?

როგორც ჩანს, პროექტს თავიდანვე დაებედა კრიტიკა, რადგან დაწყების დღიდან, სამწუხაროდ მხოლოდ უარყოფით შეფასებებს ვისმენთ მასზე.


1
540
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
540
  
რელიგია არაფერ შუაშია. უბრალოდ ჟიურის წევრებს დაენანათ აუტსაიდერები და პროექტს სიცოცხლე გაუხანგრძლივეს, თორემ საქმე იქით მიდის, რომ ბოლოს რჩეულიშვილი და ჩიტალაძე დარჩებიან.
0 1 1