x
image
პერსეპოლისი
მსოფლიოს ადგილები,რომელთაც გაქრობა ემუქრება.
7. ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი - ტაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია. აგებული 1631-1653 წლებში. იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, ტაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის მავზოლეუმი. შენობა იუნესკოს სიაშია შესული, თუმცა მას საფრთხე ემუქრება იმ მხრივ, რომ ქალაქში დაბინძურებული ჰაერიდან, მანქანებისა და ქარხნების გამონაბოლქვების გამო, მან ფერი იცვალა და ახლა თეთრის ნაცვლად, შენობა უკვე ყვითელია. თუ ასე გაგრძელდა და მისი იერსახის შესანარჩუნებლად არაფერი გაკეთდა, შენობა მხოლოდ შორიდან იქნება მიმზიდველი.

image



6. პატარა მწვანე ქუჩა, ლონდონი - ეს არის მე-18 საუკუნის ერთადერთი არქიტექტურული შედევრი, რომელიც ლონდონში დარჩა. ამ პატარა ქუჩაზე, რომელიც ძალიან ვიწროა ერთ მხარეს რვა ორსართულიანი აგურის სახლი მდებარეობს და მეორე მხარეს ორი. ეს ულამაზესი ადგილი უკვე დანგრევის პირას არის და მის გადასარჩენად, მსახიობების, პოეტების, მომღერლებისა და ზოგადად ხელოვანი ხალხის მიერ არაერთი საღამო ეწყობა.

image




5. მკვდარი ზღვა, იორდანია - ყველაზე დაბალი ადგილი მსოფლიოში, სადაც წყალი 10-ჯერ უფრო მარილიანი, რის გამოც მასში ნებისმიერი მასის ჩაძირვა შეუძლებელია და ადამიანები წყალზე ტივტივებენ. ბუნებრივი კატაკლიზმებიდან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ რომ 50 წლის შემდეგ მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს.

image



4. ვენეცია, იტალია - ამ ქალაქს ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება, სადაც წყლის დონე ყოველდღიურად იმატებს. 2007 წელს ქალაქს 21 მილიონი ტურისტი სტუმრობდა, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ამ ერთი პატარა ქალაქისთვის. ესეთი დიდი რაოდენობა იმით იყო განპირობებული, რომ ჩაძირვის პირას მყოფი ქალაქის დათვალიერების მოსწრება ყველას უნდა.

image



3. გლეიშერის ნაციონალური პარკი, კანადა - ეს ყინულებით მოფენილი ტერიტორია მონტანაში, კანადისა და ამერიკის საზღვარზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ორ მთასა და 712-მდე ტბას მოიცავს, საიდანაც მხოლოდ 131 აქვს სახელი. გლობალური დათბობის პირობებში, 2030 წლისთვის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ყინულის ულამაზესი ტბები აღარ იარსებებს.

image



2. ავსტრალიის ბარიერული რიფი - მსოფლიოს ამ ულამაზეს და უწმინდეს ადგილს, სადაც ყველაფერი წყალქვეშ არსებული ჩანს, ასევე გაქრობა ემუქრება. მიზეზი წყლის ტემპერატურის ზრდა არის, რაც ბარიერულ რიფებს ანადგურებს. შესაბამისად, 2030 წელს ეს გამორჩეული ადგილი ოკეანის რიგით შემადგენელ ნაწილად იქცევა.

image


image



1. გალაპაგოსის კუნძულები - ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ შემთხვევაში, კუნძულძე ყოველწლიურად
ტურისტების ნაკადის გაზრდამ ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოითხოვა. კერძოდ, ნავებისა თუ კატერების შემოყვანა, გადაადგილების სხვა საშუალებებისა და საცხოვრებელი ადგილების, სასტუმროებისა
თუ რესტორნების მშენებლობარ საფრთხეს უქმნის კუნძულებს.

image


image

6
229
11-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
229
  
2014, 10 აპრილი, 23:28
მადლობა : )
2014, 10 აპრილი, 23:26
მართლაც კარგი სტატიაა.
ნავთობი რომ გათავდება დედამიწა დაისვენებს.
2014, 9 აპრილი, 22:02
კარგი სტატიაა:)
2014, 9 აპრილი, 21:08
მადლობა : )
2014, 9 აპრილი, 21:05
საინტერესო იყო.
0 1 6