სხვა რუსეთში გამოიგონეს ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს გენმოდიფიცირებული პროდუქტები 2014, 8 აპრილი, 21:23 ალტაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიგონეს ხელსაწყო, რომელსაც შეუძლია სახლის პირობებში განსაზღვროს, თუ რამდენად ნატურალურია პროდუქტი, აგრეთვე მას შესწევს უნარი ამა თუ იმ საკვებში აღმოაჩინოს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები.
"აპარატი 15-20 სანტიმეტრი გარშემოწერილობისაა და იწონის ერთ კილოგრამს. მის შიგნით მოთავსებული ეგრეთწოდებული "გენეტიკური კონსტრუქციის" ხელსაწყოების საშუალებით მას შეუძლია დაადგინოს საკვებში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის ფაქტები. "–გამოკვლევის სიჩქარე დაახლოებით 50 წუთია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს დრო 20-30 წუთამდე შევამციროთ, "-უამბო ჟურნალისტებს უნივერსიტეტის ლაბორატორიიის გამგემ. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ამ ხელსაწყოს ანალოგი არ აქვს. უკვე მიმდინარეობს გენმოდიფიცირებული პროდუქტების განმსაზღვრელი ამ ხელსაწყოს დაპატენტების პროცედურა. თუ როდის გამოჩნდება აპარატი ფართო მომხმარებლისათვის მაღაზიების თაროებზე, ეს ცნობილი ჯერჯერობით არაა, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მოსახლეობა მას ფაქტიურად დაიტაცებს მაღაზიების დახლებიდან. 30 10-ს მოსწონს
|