x
image
K.P.
მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი, ლიზა ყენია: "როგორ დეგრადირდა მოსახლეობა გაოცებული ვარ"
imageახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ეს დედის მომღერალ მაია ჯაბუასა და იმ პროფესიის დამსახურებაცაა, რომელიც ლიზამ აირჩია. მომღერალი მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ, რამდენიმე თვის წინ კი "ახალ საბავშვო ხმაშიც" მიიღო მონაწილეობა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი იყო. image

ლიზა, როგორც მისი ასაკის ყველა ახალგაზრდა, სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და სკანდალური განცადებებითაც გვანებივრებს. დღეს გოგონამ ქართულ საზოგადოებას დეგრადირებული უწოდა. "როგორ დეგრადირდა მოსახლეობა გაოცებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ შევნიშნე და შევეგუე, ვერაფრით ვერ ავხსენი იმ ქალის ქმედება, რომელმაც შუა აბაშიძეზე ზუსტად თეთრ ზოლზე გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და მედიდურად წავიდა კაფეში"-წერს ლიზა სოციალურ ქსელში.

ლიზა განებივრებული ბავშვი არ გახლავთ. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი შვილი არ არის, თუმცა არასდროს არაფერი აკლდა. ორი და და ორი ძმა ყჰავს, რაც მისთვის მთავარი სიმდიდრეა.

ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


imageimageimage


0
266
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0