სხვა როგორ და რა მიზეზით გააძევეს McDonald's -ის რესტორნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2014, 6 აპრილი, 21:28 ალბათ ყველამ იცით, რომ ამ დღეებში სწრაფი კვების ქსელი McDonald's-ი ყირიმიდან გააძევეს. უკრაინული McDonald's-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აჩერებს მუშაობას მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კიევის ოფისი აცხადებს, რომ ქსელის დახურვას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, მაგრამ ევროპული McDonald's-ის პრეს-სამსახურმა ჟურნალისტებს უამბო, რომ ყირიმში არსებული მათი 3 რესტორანი დახურული იქნება მანამ, სანამ არ გაირკვევა ყირიმის პოლიტიკური სტატუსი.
მოდით გავიხსენოთ რამოდენიმე ისტორია, თუ სად, როდის, რა გარემოებების და მიზეზების გამო მოუხდა McDonald's-ს ამა თუ იმ ქვეყნის დატოვება.
ბოლივია-მიზეზი: ქვეყნის დასასრული.
ბოლივიელებისათვის დამახასიათებელია საკვებთან ფაქიზი დამოკიდებულება-ისინი მას ამზადებენ დიდხანს და გულისყურით, გამოიყენებენ რა ტრადიციულ პროდუქტებს. მიუხედავად ამისა, 2012 წლის ბოლომდე ამ ქვეყანაში უამრავი McDonald's-ის რესტორანი იყო. კარგად გახსოვთ, რომ ამ წელს მსოფლიო ქვეყნის დასასრულს ელოდებოდა:21 დეკემბერს მაიას კალენდარი მთავრდებოდა. ბოლივიელმა ქვეყნის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თარიღი შესანიშნავი მიზეზი იყო ქვეყნიდან გაეძევებინათ კომპანიები, რომლებიც ხალხის ჯანმრთელობას რისკში აყენებდნენ საკუთარი გამორჩენის მიზნით. სწორედ 21 დეკემბერს გამოაცხადა პრეზიდენტმა ბოლივიაში McDonald's და Coca-Cola-ს წარმომადგენლობების დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყანაში დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. McDonald's-ი ბოლივიის მოსახლეობაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და ჯერ კიდევ 2002 წელს გაკოტრდა. ბერმუდის კუნძულები-მიზეზი:მასობრივი პროტესტი. 1998 წელს ადგილობრივმა კომპანიამ გადაწყვიტა აეშენებინა პირველი McDonald's-ის რესტორანი, მაგრამ მშენებლობა მალევე გაჩერდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო. ადგილობრივი მცხოვრებლები გამოდიოდნენ რესტორნის მშენებლობის წინააღმდეგ, ამტკიცებდნენ რა, რომ საჭირო იყო ადგილობრივი წარმოებისათვის ხელის შეწყობა და არა McDonald's-ისათვის, რომელიც არავის არაფერს კარგს არ მოუტანდა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო ხალხის წინააღმდეგ წასვლა და საბოლოოდ შეაჩერა რესტორნის მშენებლობა. მაკედონია-მიზეზი: კამათი მთავარ ოფისთან მაკედონიაში არავის არაფერი ჰქონდა McDonald's-ის საწინააღმდეგო, მაგრამ ევროპულ ოფისსა და მაკედონიური კომპანიის ხელმძღვანელობას შორის დაუსრულებელმა დავამ გამოწვია ამ ქსელის მთლიანად დახურვა ქვეყანაში. 2013 წლის მაისში ადგილობრივმა კომპანიამ დაკარგა ლიცენზია უცნობი მიზეზის გამო. სავარაუდოდ, ლაპარაკი იყო შეუთანხმებლობაზე ბიზნეს-წილების გაყოფაში. ისლანდია-მიზეზი: კრიზისი 2008 წელს ისლანდიაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო ქვეყნის მთავარი ბანკის გაკოტრებით. კრიზისის შედეგად ისლანდიური კრონა ორჯერ დაეცა დოლართან მიმართებაში. შემოტანილი კვების პროდუქტების ძალიან მაღალი ფასები მძიმედ დააწვა ადგილობრივი McDonald's-ის მეპატრონის ჯიბეს. ამის გამო 2009 წელს რესტორანი დაიკეტა.რესტორნისათვის საჭირო პროდუქტების უმეტესი ნაწილი გერმანიიდან შემოდიოდა. მეპატრონემ McDonald's-ის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, ნაწილობრივ მაინც გამოეყენებინათ ადგილობრივი, ისლანდიური პროდუქტები, მაგრამ კომპრომისს ვერ მიაღწია. მაშინ მან განაცხადა რომ კრიზისის დამთავრების შემდეგაც აღარ გახსნიდა რესტორანს. ასე რომ ამ ქვეყანაში McDonald's-მა მხოლოდ 1993-2009 წლებში იარსება. 156 11-ს მოსწონს
|