საბუნებისმეტყველო 15 საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ 2014, 5 აპრილი, 12:05 წყალი-უბრალო, მარტივი და ყველზე მეტად გავრცელებული ნივთიერებაა დედამიწაზე, მაგრამ ამავე დროს ის თავის თავში ძალიან ბევრ გამოცანას ინახავს. საუკუნებია მეცნიერები გამუდმებით იკვლევენ მის თვისებებს და სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს პოულობენ. გთავაზობთ ყველასათვის ნაცნობ თუ უცნობ რამოდენიმე ფაქტს წყლის შესახებ.
![]() ფაქტი 1.ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია. იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული წყლის მარაგიდან ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია. სულ ამ გამოკვლევაში მონაწილეოიბა მიიღო 122-მა ქვეყანამ. აღმოჩნდა, რომ დედამიწის 1 მილიარდზე მეტ მცხოვრებს საერთოდ არ მიუწვდება ხელი უსაფრთხო და დაუბინძურებელ წყალზე. ![]() ფაქტი2.ყინული გაცილებით სწრაფად მიიღება ცხელი წყლიდან. რომელი წყალი უფრო სწრაფად გადაიქცევა ყინულად:ცხელი თუ ცივი? ლოგიკური პასუხი ცივია, თუმცა ცდები გვიჩვენებენ, რომ ყინულად ცხელი წყალი გაცილებით სწრაფად იქცევა, ვიდრე ცივი. რატომ ხდება ეს, მეცნიერებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არა აქვთ. ![]() ![]() ფაქტი4. წყალს გააჩნია 3-ზე მეტი აგრეგატული მდგომარეობა. ასევე სკოლიდან ვიცით, რომ წყალს გააჩნია 3 აგრეგატული მდგომარეობა:მყარი, თხევადი და გაზისებრი, მაგრამ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ წყალს კიდევ გააჩნია 5 აგრეგატული მდგომარეობა თხევად მდგომარეობაში და 15 გაზისებრ მდგომარეობაში. ![]() ფაქტი5. წყალი შეიძლება გადაიქცეს მინად. თუ წყალს -135 გრადუსამდე გავაცივებთ, ის გადაიქცევა "მინისებრ წყლად". მინისებრი წყალი-ეს მყარი ნივთიერებაა, რომელსაც ისეთივე სტრუქტურული აგებულება აქვს, როგორც მინას. ![]() ფაქტი6. სიცოცხლის საფუძველი-წყალია. წყალი-სიცოცხლის საფუძველია, ის ყველა ცხოველური და მცენარეული ორგანიზმის ძირითადი შეამდგენელი ნაწილია: ცხოველების-75%, თევზების-78%, მედუზების-99%, პამიდორის-86%, საზამთროს-96% წყალია. ახალდაბადებული ადამიანის ორგანიზმის 86%, ხოლო ზრდასრულის -50% ასევე წყალია. ![]() ფაქტი7. წყალს გააჩნია ასევე უარყოფითი თვისებაც-ის დაავადებების ყველაზე დიდი გადამტანია. დედამიწაზე არსებული დაავადებების და ინფექციების 86% წყლის მეშვეობით გადადის. ამ დაავადებებით ყოველწლიურად 25 მილიონამდე ადამიანი იღუპება. ![]() ფაქტი8. ადამიანი წყლის გარეშე კვდება. თუ ადამიანმა დაკარგა ორგანიზმის წყლის მარაგის 20%, ის დაიღუპება. ![]() ფაქტი9. ყველაზე მეტი მტკნარი წყალი-მყინვარებშია. სადაა დედამიწაზე ყველაზე ბევრი წყალი?-პასუხი ერთგვაროვანია:რა თქმა უნდა, მსოფლიო ოკეანეში. დედამიწის წყლის მარაგის მხოლოდ 3% -ია მტკნარი და მისი უდიდესი ნაწილი მყინვარებზე მოდის. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 10106 7-ს მოსწონს
|