x
image
K.P.
საზარელი შემთხვევა საქართველოში-მამამ 16 წლის გოგო 45 წლის კაცზე 10 ძროხის სანაცვლოდ გაათხოვა
imageპრესაში ბევრს წერენ არასრულწლოვანთა ქორწინებაზე, მსოფლიოში ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებს მათზე ბევრად უფროს ადამიანებზე აოჯახებენ. სამწუხაროდ მსოფლიოში დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მცირეწლოვანი პატარძალი ქორწილის პირველ ღამეს გარდაიცვალა.

საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის რაიონში, სოფელ კაბალში. მამა 16 წლის ქალიშვილს 45 წლის მამაკაცზე დაოჯახებას აიძულებდა, თანაც 10 ძროხის სანაცვლოდ. imageმომხდარის შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. 10 ძროხის საფასური დაახლოებით 10000 ლარი გახლავთ. როგორც ჩანს მშობელს ანგარება ამოძრავებდა და საკუთარ ქალიშვილს 10000 ლარად ყიდდა, თანაც 45 წლის მამაკაცზე. გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო. ის სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა. რა ბედი ეწია 10 ძროხას? სავარაუდოდ 45 წლის პირშიჩალაგამოვლებული სასიძო შინ ნახირით დაბრუნდა.

ალბათ არ იცოდით, რომ ძველი ტრადიციის თანახმად ნიშნობის დღეს სასიძო მეგობრებთან ერთად საპატარძლოს დასანიშნად უნდა წავიდეს. მათ გოგონა ოჯახიდან უნდა გამოისყიდონ, რისთვისაც თან საქონელი მიჰყავთ. პირუტყვის სახე და რაოდენობა ოჯახების გარიგების საფუძველზე განისაზღვრება. პირუტყვს წითელი ბანტენითა და შოკოლადებით რთავენ, რათა მასპინძელ ოჯახში სიტკბო შეიტანონ.

საქართველოს სამოქალაქო კიდექსის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება კი დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.


image

1
607
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
607
  
2014, 4 აპრილი, 19:06
პალიტრა ისიც უნდა მიუთითო რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და არა ქართველები
0 1 1