საჭირო მასალა:
-3 პამიდორი
-2 ბადრიჯანი
-300 გ. ყაბაყი
-2 ბულგალური წიწაკა(უმჯობესია წითელი)
-3 ს.კ. კარაქი
-1 ს.კ. ზეთი
-3 კბილი ნიორი
-რეჰანი
-1 დაფნის ფოთოლი
-დაფქული შავი პილპილი
-მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
პამიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გააცალეთ კანი და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, ბადრიჯანი და ყაბაყი დაჭერით თხლად.
ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. აიგეთ ღრმა თასი წაუსვით კარაქი კარგად და დაჭრილი ბოსტნეული ფენა-ფენა ჩააწყვეთ ფორმაში. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ზეთი, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი რეჰანი და დაფნის ფოთოლი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 სთ.
გემრიელად მიირთვით!