სხვა მწვანილისა და ბოსტნეულის შენახვა 2013, 15 თებერვალი, 23:36 მწვნალის შენახვა. ზამთარში წითელი ლობიოს შესაკმაზად დიასახლისები ხშირად ეძებენ ქონდარს, პიტნას და რეჰანს და ვერ შოულობენ, არადა მათი შენახვა საზამთროდ, არც ისე ძნელია. გადაარჩიეთ მწვანილი, გარეცხოთ, სამზარეულოში გააბით წვრილი თოკი ან ძაფი, ჩამოკიდეთ მწვანილი, ზედ გადააფარეთ დოლბანდი ან ქაღალდი და ასე გაახმეთ, შემდეგ ხელით მოსრისეთ, აურიეთ და თავდახურულ ქილაში შეინახეთ. მწვანილის შენახვა ასეც შეგიძლიათ: გაარჩიეთ, გარეცხეთ და ცხრილზე გადაიტანეთ, რომ წყლისგან დაიწრიტოს, მერე დაჭერით, ჩაყარეთ გობში, დააყარეთ მარილი და ხელით მოსრისეთ, მწვანილი სითხეს გამოუშვებს, ამ სითხიანად გადაიტანეთ ქილებში, თავი ჰერმეტულად მოუკარით და შეინახეთ მაცივარში ან გრილ ადგილას. პამიდვრის შენახვა, მწიფე პამიდორი დაჭყლიტეთ, წამოადუღეთ, გაატარეთ საცერში, რომ თესლები და ჩენჩო არ შეყვეს, მერე წვენი ისე დიდხანს ადუღეთ, რომ განახევრდეს, გააცივეთ და ჩაასხით ბოთლებში, შეინახეთ გრილ ადგილას. კომბოსტოს შენახვა. ჩამოკიდეთ სარდაფში კანაფზე აცმული, ან გაახვიეთ კაღალდქვეშ და ისე დააწყეთ, ან დაიფინოს სარდაფში მშრალი ქვიშა და ჩაიფლოს შიგ ძირიანი კომბოსტოს თავები, სარდაფი ხშირად გავანიავოთ. ხახვის შენახვა. ძირიანი ხახვის ფოჩები დავწნათ და ჩამოვკიდოთ საკუჭნაოში ან სხვენში. კარტოფილის შენახვა. ამოთხარეთ ორმო ისეთ ადგილას, რომ ნესტი არ იყოს. შიგ ჩაყარეთ კარტოფილი და დაფარეთ ჩალით, რომელსაც ზემოდან ამოთხრილ მიწას მოაყრით, მერე მშრალ ქვიშას, უმჯობესია კარტოფილი მინდვრიდან მოტანისთანავე ჩაყაროთ ორმოში, რა თქმა უნდა მხოლოდ ბოლქვები. -ყუთში, სადაც საზამთროდ დარჩეული კარტოფილი ინახება, შიგადაშიგ რამდენიმე საღი ვაშლი ჩადეთ და კარტოფილი ყლორტებს არ ამოიღებს. -შესანახი კარტოფილი მშრალი უნდა იყოს, რომ არ დალპეს, შესანახი ჭურჭლის ძირზე ჩალა-ბზე დააფინეთ და ზემოდან ბზე მოაყარეთ. -გოგრას სითბო უყვარს, თუ ძალიან სიცივეა, იგი შეფუთეთ. -ბადრიჯანს გაზეთი შემოახვიეთ და ყუთებში შეინახეთ, ნაცარსა და ნახშირს ფხვნილში უფრო დიდხანს ინახება. 394 18-ს მოსწონს
|