x
image
რედაქტორი
სასარგებლოა ვიცოდეთ
1.მწერის ნაკბენზე დაიფინეთ ოხრახუშის ახალ წვენში გაჟღენთილი ბამბა.

2.ლეღვის ნაყოფი ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.

3.კარტოფილის წვენი ამოქმედებს საჭმლის მონელების სისტემას.

4.ვისაც გული აწუხებს, ნედლი ხახვისა და ატმის მიღება.


5.გულიდან გამოწვეული სუნთქვის გაძნელებისას კარგია ახლადგახეხილი პამიდვრის ფაფის მიღება.

6.გრიპის დროს ცხვირ-ხახისთვის სასარგებლოა კარტოფილის კანის ნახარშის შესუნთქვა.

7.ძლიერი ხველებისას მიიღეთ ხორბლის მარცვლების ნახარში თაფლთან ერთად.

8.სურდოს დროს კარგია მოხარშული ჭარხლის წვენი ცხვირში ჩასაწვეთებლად.

9.ყელის ტკივილის დროს-ბროწეულის წვენის ყელში გამოვლება.

10.გრიპის დროს-თეთრი ხახვი განივრად გაჭერით ორად და მაგრად ჩაისუნთქეთ ხან ერთი, ხან მეორე ნესტოთი, ან წვრილად დაჭრილი ხახვი დაფარეთ შაქრით და გააჩერეთ 12 სთ. შემდეგ გამოსული წვენი მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

11.კომბოსტოს წვენი თაფლთან ერთად მიიღეთ ერთ ჩაის კოვზი 5-ჯერ სასუნთქი გზების ანთების დროს.

12.თავის ტკივილის დროს კარგიაა ა) გოგრის უმი წვენი ძილის წინ 1/2 ჩ/კ 3-4 -ჯერ დღეში. ბ) კომბოსტოს წვენის საფენების თავზე შემოხვევა.

13.მხედველობისათვის სასარგებლოა სტაფილოს წვენის მიღება.

14.სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ დაქანცული თვალებისათვის კარგია ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის დადება თვალებზე.

15.ყურის ტკივილის დროს ჩაიწვეთეთ ახალი კომბოსტოს თბილი წვეთი.

16.სმენის გასაუმჯობესებლად უნდა მიიღოთ ყოველდღიურად 1/4 ლიმონი ქერქიანად.

17.ჭორფლის მოსაშორებლად ოხრახუშის წვენს დაუმატეთ ლიმონის წვენი.

18 ვისაც სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები აქვს, მათთვის კარგია ლიმონის ნაყენისა და ძმრის ნარევის ფრჩხილებში შეზელვა.

19.ძალ-ღონის მოსაკრებლად და სისხლის გასაწმენდად კარგია კანგაცლილი მოხარშული ხორბლის ფაფა.

20.წნევის მოსაწესრიგებლად ა)კომშის ფოთლები ადუღეთ 1ლ წყალში 10 წუთით და მიიღეთ 1 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ. მაღალი წნევის დროს ჭამენ კანიანად შემწვარ კარტოფილს. გ) სვამენ უმი ჭარხლის წვენს თაფლთან ერთად თანაბარი რაოდენობით-1/2 ჩ/ჭ 3-4-ჯერ დღეში (მაღალი წნევის დროს სასარგებლოა). სასარგებლოა დ) პიტნის მიღება ან პიტნის წვეთების დალევა.

1
193
12-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
193
  
2013, 11 მარტი, 21:49
"20.წნევის მოსაწესრიგებლად ა)კომშის ფოთლები ადუღეთ 1ლ წყალში 10 წუთით და მიიღეთ 1 ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ. მაღალი წნევის დროს ჭამენ კანიანად შემწვარ კარტოფილს. გ) სვამენ უმი ჭარხლის წვენს თაფლთან ერთად თანაბარი რაოდენობით-1/2 ჩ/ჭ 3-4-ჯერ დღეში (მაღალი წნევის დროს სასარგებლოა). სასარგებლოა დ) პიტნის მიღება ან პიტნის წვეთების დალევა."-აუცილებლად ვსინჯავ
0 1 1