x
image
რედაქტორი
როცა ბავშვი ეჭვიანობს

imageროცა ბავშვები ეჭვიანობის გრძნობას იხშობენ, იგი ფარული სახით, უმთავრესად ცუდ ყოფაქცევაში, მაინც მჟღავნდება. აი, მაგალითად, ბავშვი მშობლებზე ეჭვიანობს, უმცროსი ძმისადმი მათი მიკერძოებით იტანჯება, მაგრამ თავის განცდებზე, ხმამაღლა ლაპარაკი აკრძალული აქვს. ჰოდა შეიძლება დაესიზმროს სიზმარი, რომელშიაც პატარა ძმას მეათე სართულიდან ძირს აგდებს. ყვირილით იღვიძებს, ჩვილი ბავშვის საწოლსაც კი მივარდება, რათა შეამოწმოს, იქ არის თუ არა. ამ სცენის შემსწრე მშობლები ბავშვის გრძნობას ძმისადმი ნაზ სიყვარულად მიიჩნევენ, არადა ყოველივე ეს გულის შემსუბუქებაა (სიზმარი სიზმრად გასაღდა მეტი არაფერი). ღამეული კოშმარებით ბავშვები ხშირად იმას გამოხატავენ, რის აშკარად გამოთქმისაც ეშინიათ. არადა, უმჯობესია, შვისლ გამოვათქმევინოთ თავისი ეჭვიანობა თუ ბოღმა, ვიდრე საქმე ასეთ საშინელ სიზმრებამდე მივიყვანოთ.

პატარა დაიკო რომ დაებადა, ხუთი წლის უორენს ცოტა ხნის შემდეგ საშინელი შეტევები დასჩემდა: ხიხინით, სტვენით ახველებდა, ყელი ებღუნძებოდა. მშობლებმა ექიმი მოიწვიეს, მაგრამ მან ავადმყოფის ანამნეზმში ვერა და ვერ იპოვა ამ შეტევის საფუძველი. შემდეგ გაირკვა, ყველაფრის ნამდვილი მიზეზი ეჭვიანობა ყოფილა. ჰოდა უორენს ასთმის შეტევებით კი არა, სიტყვებით ასცავლეს თავისი უარყოფითი გრძნობების გამოთქმა.

ზოგი ბავშვი ეჭვიანობას ხველებით, კანის რეაქციებით ამჟღავნებს. სხვები საწოლში შარდავენ და ამით გამოხატავენ პროტესტს. მესამენი ფრჩხილებს იკვნიტავენ, ფხანა უტყდებათ. ისეთებიც არიან, ნგრევის წადილი მოუვლით ხოლმე: ამტვრევენ ჭურჭელს, სხვადასხვა ნივთს.

ყოველმა მათგანმა ირიბად კი არა, აუცილებლად სიტყვებით უნდა ისწავლოს გრძნობების გამოხატვა, რასაც ადვილად გაიგებენ ახლობლები, უწინარეს ყოვლისა მშობლები.

0
58
7-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0