საზოგადოება მაია ჯაბუას 16 წლის ქალიშვილი, ლიზა ყენია: "მდიდარი ვარ" 2014, 1 აპრილი, 18:29
ლიზას მომღერლობა აქვს გადაწყვეტილი და ამისთვის დროსა და ენერგიას არ იშურებს. ახალგაზრდა მომღერალი ვოკალზე დადის და ინგლისურ ენას ეუფლება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ლიზა ინგლისურზე სამ პედაგოგთან დადის, ამერიკელთანაც, ინგლისელთანაც, ქართველთანაც. მომღერალი "სანო სტუდიასაც" ხშირად სტუმრობს, პირველ ალბომზე მუშაობს. ლიზასთვის ყველაზე მისაბაძი პიროვნება დედაა. "სულ მინდა, რომ გავიზრდები, გავხდე მაია ჯაბუა"-ამტკიცებს ახალგაზრდა მომღერალი. ხასიათით დედასაც ჰგავს და მამასაც, მაგრამ ცდილობს მშობლების კარგი თვისებები საკუთარ თავში გააერთიანოს. ახალგაზრდა მომღერალი თავს ძალიან მდიდარ ადამიანად მიიჩნევს. ლიზას სიმდიდრე ფული და ქონება არ გეგონოთ. "მდიდარი ვარ: მყავს ორი და, ორი ძმა და ვარ ამაყი. ძმები – დედის მხრიდან, დები – მამაჩემის მხრიდან"-გვიამბო ლიზამ. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 241 3-ს მოსწონს 2-ს არა
|